რუსა მუმლაძე: ,,12 წლის შვილმა მითხრა, დე, კლუბები არ უნდა დახურონ… ეს სხვა თაობაა, ხალხო!”

რუსა მუმლაძე: ,,12 წლის შვილმა მითხრა, დე, კლუბები არ უნდა დახურონ... ეს სხვა თაობაა, ხალხო!”12 მაისის სპეცოპერაციის და რუსთაველზე გამართულ აქციას ფეისბუქით უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. რუსა მუმლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

,,გუშინ ჩემი და ჩემი მეუღლის აღშფოთებას მიჰქონდა ჩემი სახლი და ბოლოს ჩვენს 12 წლის შვილს ვკითხეთ, რას ფიქრობდა, რადგან მისი კლასელებიც აქტიურობდნენ ფეისბუქზე, ვხედავდი შინაგან პროტესტს ამ ბავშვებისას. იცით, რა მიპასუხა?

-დე, ნარკოტიკების გამო თუ შევარდნენ, ხო, გასაგებია, სწორია, მააგრამ კლუბები არ უნდა დახურონ! – წარბი ასწია და ასე მიპასუხა! სხვა თაობაა, ხალხო ეს, სხვა ინტერესებითა და ბრძოლის მაგარი უნარით! რაც თქვენთვის დისკოტეკა იყო, ის ამათთვის – კლუბია. წესიერად ბრძოლის უნარით უბრალოდ.

ამ თაობას მოსწყინდა უფროსებისგან ჩაბინძურებული ქვეყანა და აქამდე ვერშემდგარი სახელმწიფო, სადაც კლუბშიც წესიერად ვერ გაერთობიან და ქუჩაშიც, თან თეთრ სიკვდილს აბარებენ საკუთარ უინტერესო სიცოცხლეს, რომელიც ჩვენ მათ, უფროსებმა შევუქმენით დამოუკიდებლობის 27 წლის მანძილზე! ეს დაინახეთ, სჯობს და იგრძენით მათ წინაშე პასუხისმგებლობა!

ამ ახალგარდების მთავარი მონაპოვარი კი ესაა: მხოლოდ თავიანთი, შინაგანი თავისუფლების ძალით ძალადობისთვის უარის თქმა! მეც და ბევრ თქვენგანს, ანუ ჩვენ, უფროსებს დავიწყებული გვაქვს ეს თავისუფლება! მეც და თქვენც ვფიქრობდით, რომ მათ მმართავდნენ. არადა მხოლოდ საკუთაროი ძალებით არ აპატიეს პოლიციას უხეშობა, რაც რეალურად იყო! უფროსებმა ეს ჩავთვალეთ ჩვეულებრივ ამბად, მათ ეს – პირდაპირ საკუთარ მოქალაქეობაზე დარტყმად მიიღეს!..”.