სააკაშვილი ბექა წიქარიშვილთან გადაღებულ ფოტოს გამოეხმაურა: ,,აი, ასეთივე პიარი იყო ციხის კადრები, ოღონდ მაშინ ბევრი წამოეგო”

სააკაშვილი ბექა წიქარიშვილთან გადაღებულ ფოტოს გამოეხმაურა: ,,აი, ასეთივე პიარი იყო ციხის კადრები, ოღონდ მაშინ ბევრი წამოეგო”,,ივანიშვილი/რუსების მეთოდები არ იცვლება – აი, ასეთივე პიარი იყო ციხის კადრები, ოღონდ მაშინ ბევრი წამოეგო”,  – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ის და ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერი ბექა წიქარიშვილია ასახული.

ლელა მიქელაძე-ბერიაშვილის მტკიცებით, ეს ფოტო ჰოლანდიაშია გადაღებული და ფოტოშოპი არ არის.

მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და აქვეყნებენ ფოტოს დედანს, რომელიც ფოტოშოპით არის გაკეთებული.

,,დაიწყო უკვე ფეიქ-ფოტოების დამზადება და ინტერნეტით გავრცელება, ხოდა ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, ნუთუ არ სმენიათ ავტორებს?” – წერს ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქში.