ცნობილი ჟურნალისტი ნანა ჟაფარიძე დღეს 63 წლის გახდებოდა. მისი ქალიშვილი თათო გვარიშვილი ფეისბუქში წერს:
,,დღეს ნანა 63 წლის გახდებოდა, თუმცა საშინლად ეშინოდა სიბერის და პენსიონერობის, არც გახდა, დარჩა მუდამ 56 წლის. რაც დრო გადის სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს. ვიხსენებ ჩემს ასაკში (მაშინ ხომ 40 წელი ძალიან ბევრი მეგონა) როგორი იყო, რამდენი რამე გადავატანინეთ შვილებმა.
მეამაყება ნანა, რომელიც 19 წლის უკვე დედა იყო, მუშაობდა (თუმცა ამის საჭიროება არ ჰქონია). ბევრი მეგობარი ჰყავდა და ამ ყველაფერს ისე ახერხებდა, რომ გადასარევ ბებიადაც რჩებოდა. მიყვარხარ, დე, მაკლიხარ და მეამაყები”.
ნანა ჯაფარიძის ქალიშვილი ,,სარკეს” მოუყვა, რომ მას დიდი ამაგი აქვს შვილიშვილის, გიგი ანთაძის გაზრდაში. როცა ის დაიბადა, ყველაფერი მიატოვა და მთელი ცხოვრება შვილიშვილს მიუძღვნა.
ამაგი დაუფასდა, გიგიმ ყველას დაუმტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მისი ისტორია რამდენიმე ხნის წინ მთელმა საქართველომ გაიგო. ის ჯერ რუსთაველზე ყიდდა წვენს, გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ კი თბილისის მერმა, კახი კალაძემ მას ,,მზიურში” დახლი გამოუყო, რომელსაც ,,გიგის წვენები” დაარქვეს. პატარა ბიზნესმენი ახალ იქ საქმიანობს.

