,,მხოლოდ სიყვარული ამათ, მხოლოდ სიყვარული, თუ ყველაფერი უკვე გვიანი არ არის”, – ასე ეხმაურება ირმა ბერაძე იმ ადამიანების პროტესტს, რომლებიც რუსთაველზე, აქციაზე გასულ ახალგაზრდებს აკრიტიკებენ.
,,რა ახალგაზრდობა გვყოლია, რა ლამაზები არიან. ნუ მივცემთ უფლებას, დაიძინონ და ვეღარ გაიღვიძონ, ისეთი შეცომები დაუშვან, ვეღარ იცხოვრონ მერე.
გავუფრთხილდეთ, კი არ ვაგინოთ, მოვუსმინოთ, შევიყვაროთ! ჩვენი შეცდომები გავიხსენოთ – ჩვენი ომები მშობლებთან, ჩვენი საბედისწერო შეცდომები.
რაც ვასწავლეთ, რაშიც გავზარდეთ, იმას აბრუნებენ უკან. მხოლოდ სიყვარული ამათ, მხოლოდ სიყვარული, თუ ყველაფერი უკვე გვიანი არ არის”, – დაწერა ირმა ბერაძემ.

