გიორგი ზაქარიაძე ფეისბუქში წერს, რომ ზეთი, რომელიც გერმანიაში ერთ ევროდ იყიდება, საქართველოში 24 ლარი ღირს. ,,ეს პლასტმასის ბოთლებში ჩასხმული ზეთი გერმანულია და გერმანიაში 1 ევრო ღირს. ყველაზე დაბალფასიანი პროდუქტი. ან ფასების კონტროლი დააწესონ, ან ვინმემ ყურადღება მიაქციოს. საქართველოში ასე წველიან ხალხს. ასევე ვნახე წამლები, რომლებიც თურქეთში 1 ლირა ღირს და საქართველოში 90 ლარი. ამას ვინმე […]
კატეგორია: სოციალური მედია
მამა პეტრე: ,,დღეს დედამ ჩემს ხელებში დალია სული”
,,ჩემს ქმარს საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ამ ულამაზესი ბიჭის” – რას წერს მერაბ კობიაშვილის ცოლი
39 წლის მერაბ კობიაშვილს 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობა და მისი მეგობრის დაჭრა ედება ბრალად. მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლემ, ნატა ქიტესაშვილმა ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: ,,თაზოს ფოტოები ვნახე და… მოვკვდი. საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს. თქვენ გგონიათ, მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ […]
გურამ შეროზია: ,,ყოფილო ქმრებო, მოგი*ანთ ეს უტვინო და ჩამპალი მენტალიტეტი!”
ბლოგერი გურამ შეროზია სამტრედიაში მომხდარ დანაშაულს ფეისბუქით ეხმაურება: ,,აღარ სრულდება არასდროოოს! ყოფილო ქმრებო, შეიგნეთ, აღარაფერი გესაქმებათ ყოფილ ცოლებთან, არც მისი მბრძანებლები ხართ, არც ისაა რამით ანგარიშვალდებული თქვენ წინაშე! რამ ჩაგაბნელათ ასე, მოგიტ*ანთ ეს უტვინო და ჩამპალი მენტალიტეტი! როდემდეეეეე?!”. სამტრედიაში განქორწინებისთვის მისულ ქალს რეესტრში ქმარმა ყელი გამოჭრა – დაკავებულია გ.ა.
მიხეილ სააკაშვილი: ,,გელა მიყვარს, არ მიყვარს სტალინი”
,,არ მიყვარს სტალინი, გელა – მიყვარს”, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავისი მასწავლებლის, გელა ჩარკვიანის წიგნიდან ,,ნაგერალა” ამონარიდს აქვეყნებს. ,,ვისაც მეტემფსიქოზის და რეინკარნაციის სწამს, შეიძლება წარმოიდგინოს, რომ სტალინივით 21 დეკემბერს დაბადებული მიშა სააკაშვილი მართლაც არის მისი ინკარნაცია ახალ პირობებში. ამჯერად არა მეწაღის და მრეცხავის შვილი, არამედ профессорский сынок. სწავლობს არა თბილისის სასულიერო […]
,,ჩემი ცოლი დიდი ბავშვი იყო” – გელა ჩარკვიანის ემოციური წერილი თავისი ცხოვრების დიდ სიყვარულზე
გელა ჩარკვიანი თავისი ცხოვრების დიდ სიყვარულზე, გარდაცვლილ მეუღლეზე ემოციურ წერილს აქვეყნებს: ,,ოდესღაც ნანა, ეს უჩვეულოდ ლამაზი ქალი, იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ ეჭვებს, ზოგჯერ მტკივნეულსაც, ჩემს გულში თვითონ ნერგავდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მას ქალ-ვაჟი უკვე შეეძინა და ვალმოხდილი, ერთგვარი მოლოდინითა და ინტერესით, მეტიც, სახიფათო ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მომავალს. ეს ყველაზე არამყარი დროა ცოლქმრულ ურთიერთობებში – ციკლი […]
,,მე გერმანიის დაწყებითი კლასების სკოლაში ვმუშაობ და ყოველდღე გაოცებული ვრჩები” – რას წერს ქართველი ემიგრანტი
გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი, თაკო ცხადაძე გერმანიის საგანმანათლებო სისტემაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს. წერს, რომ სკოლა პასუხისმგებელია ოჯახთან ერთად ბავშვის არამარტო განათლებაზე, არამედ მის ადამიანად ჩამოყალიბებაზე. თაკო ცხადაძე წერს: ,,საქართველოში საგანმანათლებლო სისტემაა შესაცვლელი! მე გერმანიის დაწყებითი კლასების სკოლაში ვმუშაობ და ყოველ დღე გაოცებული ვრჩები მასწავლებლების და მოსწავლეების ურთიერთობით და კომუნიკაციის მაღალი დონით. ბავშვები არ სხედან მწკრივებში ჯარისკაცებივით. […]
ნათია ფანჯიკიძე: ,,ზოგჯერ ასე მემართება – ვერ ვერკვევი სივრცეში, აზრებს ვერ ვალაგებ, დეზორიენტირებული ვარ”
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დეპრესიის და გამოფიტვის თანმდევ სიმპტომებს აღწერს და ფეისუქით საკუთარ მდგომარეობაზე საუბრობს. ,,არის ეგეთი მდგომარეობა “brain fog”, გონების დანისვლა, უმეტესწილად ანემიის ან დეპრესიის თანმდევი სიმპტომია, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადაწვა-გამოფიტვის. ჰოდა, მეც ხომ ადამიანი ვარ და თუ გადაწვის ზღურბლი გამომეპარა და ძალა ვერ აღვიდგინე, მემართება და ამ დროს ვარ დეზორიენტირებული, ვერ ვერკვევი სივრცეში, ვერ […]
,,ტყუილია, რომ ბაღდათში დაღუპული ოჯახი 1330 ლარს იღებდა!” – ნახეთ დეკლარაცია
ჟურნალისტი ნატო გოგელია ,,ქართული ოცნების” დეპუტატებს ტყუილში ამხელს, რომ ბაღდათში ხანძრის დროს დაღუპულ ოჯახს 1330 ლარს უხდიდა სახელმწიფო. ჟურნალისტი დეკლარაციის ამონაწერს ასაჯაროებს და წერს: ,,ნეტავ, როგორ არ გრცხვენიათ, ამდენ ტყუილს რომ ამბობთ? აგერ დაღუპულის ოჯახის დეკლარაციის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ რვასულიან ოჯახს ყოველთვიურად სააგენტო 680 ლარს ურიცხავდა! ეს დოკუმენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში მოგვცეს (კალმით მინაწერიც […]
,,ბაღდათის მერის ხელფასი 25 440 ლარია, 100 000 დოლარის სესხი აქვს და წინა წელს 15 000 დოლარი დაფარა” – რა ქონებას ფლობენ ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი და მერი
დღეს ძნელია, გვერდი აუარო და არ იფიქრო გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე, ორსული ქალის, მისი ოთხი შვილისა და მოხუცის გარდაცვალებაზე – ისინი ხანძარს ემსხვერპლნენ. ხალხი აღაშფოთა იმან, რომ მრავალშვილიან ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული ჰქონდათ. ,,არჩილ გოგსაძეს, ბაღდათის მერს, ხელფასი აქვს ოფიციალურად 25 440 ლარი, 100 000 დოლარის სესხი აქვს აღებული და წინა წელს 15 000 დოლარი დაფარა, […]










