,,ჩემს ქმარს საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ამ ულამაზესი ბიჭის” – რას წერს მერაბ კობიაშვილის ცოლი

,,ჩემს ქმარს საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ამ ულამაზესი ბიჭის" - რას წერს მერაბ კობიაშვილის ცოლი39 წლის მერაბ კობიაშვილს 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ და მისი მეგობრის დაჭრა ედება ბრალად.   მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლემ, ნატა ქიტესაშვილმა ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს:
,,თაზოს ფოტოები ვნახე და… მოვკვდი. საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს. თქვენ გგონიათ, მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა! ჰო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება, როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი…
ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია, დამიჯერეთ.
ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა, გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს… არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!”.