ნათია ფანჯიკიძე: ,,ზოგჯერ ასე მემართება – ვერ ვერკვევი სივრცეში, აზრებს ვერ ვალაგებ, დეზორიენტირებული ვარ”

ნათია ფანჯიკიძე: ,,ზოგჯერ ასე მემართება - ვერ ვერკვევი სივრცეში, აზრებს ვერ ვალაგებ, დეზორიენტირებული ვარ''ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დეპრესიის და  გამოფიტვის  თანმდევ სიმპტომებს აღწერს და ფეისუქით საკუთარ მდგომარეობაზე საუბრობს.

,,არის ეგეთი მდგომარეობა “brain fog”, გონების დანისვლა, უმეტესწილად ანემიის ან დეპრესიის თანმდევი სიმპტომია, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადაწვა-გამოფიტვის. ჰოდა, მეც ხომ ადამიანი ვარ და თუ გადაწვის ზღურბლი გამომეპარა და ძალა ვერ აღვიდგინე, მემართება და ამ დროს ვარ დეზორიენტირებული, ვერ ვერკვევი სივრცეში, ვერ ვაორგანიზებ აზრებს.

ერთხელ ასეთი ტკბილი მდგომარეობა რომ მქონდა, პაციენტი მივიღე კლინიკა ,,მენტალვიტაში” და აუცილებლად ჩავთვალე ფსიქიატრის კონსულტაცია. წამოვხტი, პაციენტს შევძახე, დამელოდეთ ერთი წუთით-მეთქი და, ჩემი აზრით, ვაჟა კენჭაძის კარზე დავიწყე კაკუნი (მუშაობისას პირდაპირ ხომ ვერ შევეჭრები, უნდა დავაკაკუნო). რომ არავინ მეხმიანება, კიდევ ვაკაკუნებ და ველოდები ვაჟას ხმის გაგონებას. ,,ტომ! – პასუხი არ არის.”

და უცებ ვგრძნობ პაციენტის გაოგნებულ მზერას – ჩემივე ოთახის დახურულ კართან ვდგავარ და შიგნიდან ვაკაკუნებ.
აბრახუნებენ თქვენთანაც? – არ იდარდოთ, დარდი აუარესებს საქმეს. დაისვენეთ”.