,,ტყუილია, რომ ბაღდათში დაღუპული ოჯახი 1330 ლარს იღებდა!” – ნახეთ დეკლარაცია

,,ტყუილია, რომ ბაღდათში დაღუპული ოჯახი 1330 ლარს იღებდა!" - ნახეთ დეკლარაციაჟურნალისტი ნატო გოგელია ,,ქართული ოცნების” დეპუტატებს ტყუილში ამხელს, რომ ბაღდათში ხანძრის დროს დაღუპულ ოჯახს 1330 ლარს უხდიდა სახელმწიფო. ჟურნალისტი დეკლარაციის ამონაწერს ასაჯაროებს და წერს:

,,ნეტავ, როგორ არ გრცხვენიათ, ამდენ ტყუილს რომ ამბობთ? აგერ დაღუპულის ოჯახის დეკლარაციის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ რვასულიან ოჯახს ყოველთვიურად სააგენტო 680 ლარს ურიცხავდა! ეს დოკუმენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში მოგვცეს (კალმით მინაწერიც მათია და გაურკვეველია, რაა) და დღეს გაკეთებული ამონაწერია!

მორალის კითხვას რომ შეეშვათ და ამ ადამიანებს მიხედოთ, არა? სოციალური მომსახურების სააგენტო, თქვენი წარმომადგენელი რომ დაიმალა, რატომ გგონიათ, რომ პასუხისმგებლობას გაექცევით? რა პირობებში ცხოვრობდა 4 არასრულწლოვანი, რატომ არ შემოაწმა მუშაკმა? რატომ არ იკითხეთ, რას ჭამდნენ ის სამი თვე, როცა სოციალური დახმარება შეუჩერეთ?

ბაღდათის მერმა – არაფერი მაქვს თავის სამართლებელიო! ჰო, რაც მაგას ტასფანდურში და მივლინებებში ფული აქვს გაცემული, რაზე უნდა იმართლოს თავი? რა პრობლემაა, რომ მის გვერდით ადამიანებს შიათ, სცივათ… საქართველოს მთავრობა ბაღდათის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა დღეს ,,ტვ პირველისგან” გაიგეს, რომ გარდაცვლილი ქალის 4 არასრულწლოვანი მულისშვილიც ისეთივე უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, ნაქირავებ სახლში და რამდენიმე დღეში ქუჩაში გამოყრიან, რადგან სახლი გაიყიდა! მერმა – მოძებნონ სახლი და ქირას გადავიხდითო…

და ამ დროს სოციალური მუშაკი? დეპუტატი? ბიზნესმენი? ქველმოქმედი? ნეტავ, რა გაძინებთ მშვიდად? ქართული ოცნება – ამაზე არავის უოცნებია, არავის!

პ.ს. მართლა არ მინდოდა ამ თემაზე სტატუსის დაწერა, მაგრამ ვოლსკის დაწყობილი სახე რომ დავინახე და მისი მათემატიკაც მოვისმინე, არ შემეძლო, ეს დოკუმენტი არ დამედო!”.