,,ბაღდათის მერის ხელფასი 25 440 ლარია, 100 000 დოლარის სესხი აქვს და წინა წელს 15 000 დოლარი დაფარა” – რა ქონებას ფლობენ ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი და მერი

,,ბაღდათის მერის ხელფასი 25 440 ლარია, 100 000 დოლარის სესხი აქვს და წინა წელს 15 000 დოლარი დაფარა" - რა ქონებას ფლობენ ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი და მერიდღეს ძნელია, გვერდი აუარო და არ იფიქრო გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე, ორსული ქალის, მისი ოთხი შვილისა და მოხუცის გარდაცვალებაზე – ისინი ხანძარს ემსხვერპლნენ.

ხალხი აღაშფოთა იმან, რომ მრავალშვილიან ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული ჰქონდათ.

,,არჩილ გოგსაძეს, ბაღდათის მერს, ხელფასი აქვს ოფიციალურად 25 440 ლარი, 100 000 დოლარის სესხი აქვს აღებული და წინა წელს 15 000 დოლარი დაფარა, ანუ ხელფასზე თითქმის 2-ჯერ მეტი – იმ ბიუჯეტის ფულით, რომელიც ცოცხლად დამწვარ ბავშვებს მოპარა”, – წერს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი რუსკა მძედლიზე.

,,კობა ლურსმანაშვილი. ბაღდათის მაჟორიტარი. რაიონის, სადაც მრავალშვილიანი ოჯახის ყველანაირი დახმარების გარეშე სიღარიბეში ცხოვრობდა და პრაქტიკულად ამის გამო მოხდა ის საშინელი ტრაგედია.
იცოდა ამ სიღატაკის შესახებ ბატონმა ლურსმანაშვილმა და რა გააკეთა მშიერი ბავშვებისთვის, რომელთა შესახებ თავის დროზე ერთ-ერთი ტელევიზიიდან მთელმა საქართველომ გაიგო?!
ეს გასუყებული იმ სხვა გაქსუებულთა შორისაა, რომელმაც პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ მისცა ხმა, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ცხოვრება ჰქონდათ აწყობილი.
რა არის ამათი ფუნქცია?! საკუთარი ცხოვრების მოწყობის გარდა, რა დანიშნულება აქვთ?

გადახედეთ ლურსმანაშვილის ქონებრივ დეკლარაციას (იხილეთ ქვემოთ). ქონების უმეტესობა სწორედ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქვს შეძენილი, როცა ჯერ ხარაგაულის მერი იყო და ახლა ხარაგაული-ბაღდათის მაჯორიტარია. ეს ზღვაში წვეთია სხვა მაჟორიტარებთან შედარებით. ამიტომ ,,აუმბოხდნენ“ მარჩენალს, ამიტომ უნდათ მაჟორიტარების შენარჩუნება და კარგი ცხოვრება უკუნითი უკუნისამდე! “ _ დაწერა ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკურმა მდივანმა ნინო მეტრეველმა.

ბათდათის მერი ამბიბს, რომ გარკვეული თანხით ოჯახი ეხმარება.

-სხვა შემოსავალი არ გამაჩნია და ყველაფერი მითითებული მაქვს. 2120 ლარია ჩემი ხელფასი და არა – 24 000 ლარი, როგორც ამას ავრცელებენ, – ამბობს არჩილ გოგსაძე – იხილეთ ვიდეო ტრაგედიის ადგილიდან და მერის კომენტარი.

ფოტოებზე – არჩილ გოგსაძე, კობა ლურსმანაშვილი

,,ბაღდათის მერის ხელფასი 25 440 ლარია, 100 000 დოლარის სესხი აქვს და წინა წელს 15 000 დოლარი დაფარა" - რა ქონებას ფლობენ ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი და მერი

,,ბაღდათის მერის ხელფასი 25 440 ლარია, 100 000 დოლარის სესხი აქვს და წინა წელს 15 000 დოლარი დაფარა" - რა ქონებას ფლობენ ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი და მერი

უმძიმესი კადრები ტრაგედიის ადგილიდან – მომხდარზე გარდაცვლილების ახლობლები საუბრობენ

უმძიმესი კადრები ტრაგედიის ადგილიდან – მომხდარზე გარდაცვლილების ახლობლები საუბრობენ

Gepostet von მთავარი News am Dienstag, 4. Februar 2020