,,ეს ზეთი გერმანიაში 1 ევრო ღირს და ყველაზე იაფფასიანია, საქართველოში 24 ლარად ყიდიან” – არაადეკვატური ფასები წამლებსა და პროდუქტებზე

,,ეს ზეთი გერმანიაში 1 ევრო ღირს და ყველაზე იაფფასიანია, საქართველოში 24 ლარად ყიდიან" - არაადეკვატური ფასები წამლებსა და პროდუქტებზეგიორგი ზაქარიაძე ფეისბუქში წერს, რომ ზეთი, რომელიც გერმანიაში ერთ ევროდ იყიდება, საქართველოში 24 ლარი ღირს.

,,ეს პლასტმასის ბოთლებში ჩასხმული ზეთი გერმანულია და გერმანიაში 1 ევრო ღირს. ყველაზე დაბალფასიანი პროდუქტი. ან ფასების კონტროლი დააწესონ, ან ვინმემ ყურადღება მიაქციოს.  საქართველოში ასე წველიან ხალხს.

ასევე ვნახე წამლები, რომლებიც თურქეთში 1 ლირა ღირს და საქართველოში 90 ლარი. ამას ვინმე ხომ უნდა აკონტროლებდეს. შეიძლება ასე ამ ქართველი ხალხის გატყავება?! ბევრი რაღაცის ჩამოთვლა შემიძლია კიდევ, რაზეც ასე ხელოვნურად არის გაზრდილი ფასები.

ევროპაში ასეთი რამეები არ ხდება, იმიტომ, რომ არსებობს ფასების ლიმიტი. ჩემი აზრით, შემომტანს არ უნდა ჰქონდეს უფლება, 10 პროცენტზე მეტი მოგება ნახოს თითო პროდუქციიდან. ამას სახელმწოფო უნდა არეგულირებდეს. აღარაფერს ვიტყვი ბანკის ხელოვნურად აწეულ პროცენტებზე, რითიც მართლა გაატყავეს ხალხი”.,,ეს ზეთი გერმანიაში 1 ევრო ღირს და ყველაზე იაფფასიანია, საქართველოში 24 ლარად ყიდიან" - არაადეკვატური ფასები წამლებსა და პროდუქტებზე