თეკო ნემსიწვერაძეს, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, ტყუპები ეყოლა. თეკო წერს: „მე თეკო ნემსიწვერიძე ვარ. რამდენიმე დღის წინ ტყუპის, სანის და დანის დედა გავხდი. მეც სამი ტყუპიდან ერთ-ერთი ვარ. დაბადების შემდეგ მაქვს ცერებრალური დამბლა, ამ დიაგნოზის გამო, არ მეგონა, თუ მეც შევძლებდი, გავმხდარიყავი დედა. როდესაც ორსულობის შესახებ შევიტყვე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს ემოცია გაორმაგდა, […]
კატეგორია: სოციალური მედია
იტალიაში ნატო სოხაძე დაიკარგა – ,,დედა მაპოვნინეთ, ძალიან გთხოვთ!”
იტალიაში ქართველი ემიგრანტი, ნატო სოხაძე დაიკარგა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე წერს: ,,დაიკარგა ემიგრანტი ნატო სოხაძე იტალიაში, ნაპოლიში. ის ერთი კვირის წინ სასწრაფომ პორტიჩელის საავადმყოფოში გადაიყვანა. ვინაიდან და რადგანაც ამდენი დღეა, კონტაქტზე არ გამოსულა ოჯახთან, გაჩნდა ეჭვი, თუ სად იყო ქართველი ემიგრანტი და რა მდგომარეობაში… ვიმეორებ, ოჯახს უთხრეს, რომ პორტიჩელის საავადმყოფოშიო, თუმცა როგორც ირკვევა, არავინ შემოუყვანიათ […]
,,შეურაცხყოფის და ბულინგის ახალი ტალღა დაიწყო ,,რ2″-ის ღამის შოუს ახალი წამყვანის მიმართ” – დიმიტრი ღვთისიაშვილი
,,რუსთავი 2″-ზე იუმორისტული შოუ ვანო ჯავახიშვილის შემდეგ ნიკა არაბიძეს მიჰყავდა, ახლა კი მას ნიკო ნანიტაშვილი წაიყვანს. ანონსი უკვე გავიდა ეთერში და სარეკლამო რგოლს დიდი კრიტიკა მოჰყვა. რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი ახალ წამყვანზე წერს: ,,დაუმსახურებელი შეურაცხყოფების კორიანტელისა და ბულინგის ახალი ტალღა დაიწყო ,,რუსთავი 2″-ის ღამის შოუს ახალი წამყვანის, ნიკო ნანიტაშვილის მიმართ, თანაც ისე, რომ ჯერ გადაცემა ეთერშიც […]
გია ბაღაშვილი: ,,მამა, კიდევ დიდხანს გვჭირდები და არა მარტო შენს ოჯახს, მთელ ქვეყანას”
მუსიკოსი, ლეგენდარული ,,ივერიის” წევრი, ჯემალ ბაღაშვილი დღეს, 12 სექტემბერს 80 წლის გახდა. შვილი, მუსიკოსი გია ბაღაშვილი მამას დაბადების დღეს ულოცავს: ,,დღეს დიდი დღეა, დიდი! მამაჩემის დაბადების დღე გახლავთ, თანაც როგორი – 80 წლის იუბილე! გილოცავ, მამა! ვერანაირი სიტყვით ვერ გამოვხატავ ჩემს სიამაყეს, მადლიერებასა და სიყვარულს! შენ მართლა დიდი კაცი ხარ, კიდევ ძალიან დიდხანს რომ გვჭირდები […]
რობერტ სტურუა ემიგრანტებზე: ,,ამ გადაგვარებულ ხალხს, ერის გამყიდველებს ცრემლმორეული შესცქერის წერილის ავტორი”
თეატრის რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ ამერიკიდან წერილი მიიღო, სადაც ის პიროვნება ყვება, რომ ემიგრანტები საქართველოს მტრები არიან. „კიდევ ერთი მიმართვა ბატონ რეზო ამაშუკელს. ბატონო რეზო, შეერთებულ შტატებიდან ფრიად საინტერესო მესიჯი მივიღე. მთლიანად არ გამოაქვეყნოო – მთხოვს წერილის ავტორი (ეშინია?)! ვეცდები მოკლე შინაარსის გადმოცემას! 1. ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიანო, არაადამიანური სურვილებით შეპყრობილნიო […]
,,იმედია, იქ არ გტკივა, არ გიბრაზდები, თუ ამ ტკივილის ატანა აღარ შეგეძლო” – ვახო ჩარკვიანის დის ემოციური წერილი
20 წლის ფეხბურთელს, ვახტანგ (ვახო) ჩარკვიანს მთელი ქვეყანა გლოვობს. სოციალურ ქსელში უამრავი სამძიმრის და გამოსათხოვარი წერილი იწერება. ვახო კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი და, მარიამ ჩარკვიანი ამ უდიდეს ტრაგედიაზე წერს: ,,ჩემ თვალწინ გაგიჩერდა გული, ორჯერ _ ჩემ გარეშე, ალბათ კიდევ იმიტომ სცადე, რომ მე მომესწრო შენთან, მაგრამ იმედია, არ გტკივა, აღარ გტკივა და ეს ტანჯვა შენთვის დასრულდა, […]
გიორგი კავკასიძე: ,,ძალიან უმადური ხალხი ვართ, თან უვიცი”
ექიმი გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,გილეადმა ჰეპატიტი “C” ელიმინაციის პროგრამით ათასობით Harvoni (რომელიც 1 ტაბლეტი 1000$ ღირდა) რომ გვაჩუქა, გახსოვთ რა ამბავი ატყდა ? – “ქართველებზე ექსპერიმეტს ატარებენ”, “საცდელი ცხოვლები ვართ” , “კარგი რომ იყოს ჩვენ ვინ მოგვცემდა”… ამ წამალმა რამდენი ადამიანი გადაარჩინა ღვიძლის ციროზით სიკვდილს, ვინმემ დათვალა? ახლა მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა გვაჩუქეს და […]
ექთნის ხელფასი 219 ლარი! – ,,მადლობა დაუფასებელი შრომისთვის”
ლანა ოსიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის დას კოვიდკლინიკაში მუშაობის დროს ხელფასი 219 ლარი ჰქონდა. ,,ჩემი დის მსგავსად და მასზე უარესად არიან სხვები (სხვადასხვა კლინიკებში). ბევრის მოყოლაც შემიძლია ჩემს დაზე… ერთხელ სახლში დაბრუნების დროს მეუბნება, ვერ მივეცი იმ მოხუცს გარდაცვალების უფლება, ხელებში მაკვდებოდა მაგრამ არ ვიცი, როგორ, რა ძალით, არ მივეცი სიკვდილის უფლებაო და ბედნიერს […]
,,თბილისმა უნდა იცოდეს, რომ გუშინ დავკარგეთ ადამიანი, რომელსაც ძველი თბილისი საკუთარ ხელში ეჭირა” – ცირა ელისაშვილი
ცირა ელისაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ცნობილი რესტავრატორი, ძველი თბილისის მოამაგე, ზურაბ ოზმანოვი გარდაიცვალა. ,,ამ კაცს უნდა იცნობდეთ! ზურაბ ოზმანოვი გუშინ კოვიდით გარდაიცვალა! წარმოუდგენელი სიკეთის ადამიანი, დინჯი, მშვიდი, უაღრესად დიდი პროფესიონალი. თოიძეში რესტავრატორების მთელი თაობების აღმზრდელი. როცა ვიგებდი, რომ შენობის ფასადის რესტავრაციას ზურაბ ოზმანოვი აკეთებდა მშვიდად ვიყავი. გუდიაშვილზე მნიშვნელოვანი შენობები მისი გაკეთებულია. არაერთხელ მითქვამს, რომ […]
,,მისი ფილტვები კოვიდმა მთლიანად ნაწიბურად აქცია, მერე მთელ სხეულს მოედო” – ვის უძღვნის ნანა გეგეჭკორი ძალიან ემოციურ პოსტს
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი საოცრად ემოციურ პოსტს უძღვნის თავის პედაგოგს, რომელმაც უარი არ თქვა კოვიდპაციენტებთან მუშაობაზე და საბოლოოდ კორონავირუსს თვითონაც ემსხვერპლა. ნანა გეგეჭკორი ფენომენელური ნიჭის მქონე ექიმზე, სტეფან კამჰოლცზე წერს: ,,ქართულ ქრისტიანობაში ვაქცინაციამ იერარქიული ასახვა ჰპოვა. ყური მოვკარი ამბავს, პატრიარქის სიახლოვეს მხოლოდ ვაქცინირებულებს, ურყოფითი პსრ ტესტის მქონეთ ან კოვიდგადატანილებს ეძლევათ თურმე ლოცვის უფლება. ამაში […]










