გია ბაღაშვილი: ,,მამა, კიდევ დიდხანს გვჭირდები და არა მარტო შენს ოჯახს, მთელ ქვეყანას”

გია ბაღაშვილი: ,,მამა, კიდევ დიდხანს გვჭირდები და არა მარტო შენს ოჯახს, მთელ ქვეყანას"მუსიკოსი, ლეგენდარული ,,ივერიის” წევრი, ჯემალ ბაღაშვილი დღეს, 12 სექტემბერს 80 წლის გახდა. შვილი, მუსიკოსი გია ბაღაშვილი მამას დაბადების დღეს ულოცავს:

,,დღეს დიდი დღეა, დიდი! მამაჩემის დაბადების დღე გახლავთ, თანაც როგორი – 80 წლის იუბილე! გილოცავ, მამა! ვერანაირი სიტყვით ვერ გამოვხატავ ჩემს სიამაყეს, მადლიერებასა და სიყვარულს! შენ მართლა დიდი კაცი ხარ, კიდევ ძალიან დიდხანს რომ გვჭირდები არა მხოლოდ ჩვენ, შენი ოჯახის წევრებს, არამედ მთელ ქვეყანას. სულ ასეთი შემართებით იყავი. კიდევ მრავალი წელი გეშრომოს და მიგენიჭებინოს ზღვა სიხარული შენი უსაყვარლესი მაყურებლისთვის”.