იტალიაში ნატო სოხაძე დაიკარგა – ,,დედა მაპოვნინეთ, ძალიან გთხოვთ!”

იტალიაში ნატო სოხაძე დაიკარგა - ,,დედა მაპოვნინეთ, ძალიან გთხოვთ!"იტალიაში ქართველი ემიგრანტი, ნატო სოხაძე დაიკარგა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე წერს:

,,დაიკარგა ემიგრანტი ნატო სოხაძე იტალიაში, ნაპოლიში. ის ერთი კვირის წინ სასწრაფომ პორტიჩელის საავადმყოფოში გადაიყვანა. ვინაიდან და რადგანაც ამდენი დღეა, კონტაქტზე არ გამოსულა ოჯახთან, გაჩნდა ეჭვი, თუ სად იყო ქართველი ემიგრანტი და რა მდგომარეობაში…

ვიმეორებ, ოჯახს უთხრეს, რომ პორტიჩელის საავადმყოფოშიო, თუმცა როგორც ირკვევა, არავინ შემოუყვანიათ ეგეთიო, უთხრეს შვილს… და მისი კვალიც ქრება”.
,,ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად, დედა მაპოვნინეთ, გემუდარებით,  დაეკონტაქტეთ ბატონ შოთო სიხარულიძეს. გვეშინია, კარგად რომ იყოს, ვინმეს ხომ დაეკონტაქტებოდა…. მის მდგომარეობას ვერ ვიგებ. გთხოვთ, გააზიაროთ, იქნებ ვინმეს გეცნობათ ეს ქალბატონი და ნახეთ სადმე”, – წერს ემიგრანტის შვილი.

ჩასწორება

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო სოხაძე ერთ-ერთ კლინიკაშია და თავს კარგად გრძნობს.