რობერტ სტურუა ემიგრანტებზე: ,,ამ გადაგვარებულ ხალხს, ერის გამყიდველებს ცრემლმორეული შესცქერის წერილის ავტორი”

რობერტ სტურუა ემიგრანტებზე: ,,ამ გადაგვარებულ ხალხს, ერის გამყიდველებს ცრემლმორეული შესცქერის წერილის ავტორი"თეატრის რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ ამერიკიდან წერილი მიიღო, სადაც ის პიროვნება ყვება, რომ ემიგრანტები საქართველოს მტრები არიან.

„კიდევ ერთი მიმართვა ბატონ რეზო ამაშუკელს. ბატონო რეზო, შეერთებულ შტატებიდან ფრიად საინტერესო მესიჯი მივიღე. მთლიანად არ გამოაქვეყნოო – მთხოვს წერილის ავტორი (ეშინია?)! ვეცდები მოკლე შინაარსის გადმოცემას!

1. ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიანო, არაადამიანური სურვილებით შეპყრობილნიო​ (მე ვიტყოდი, როგორც აქ, გაუბედურებულ სამშობლოში!). მაშ ასე, ემიგრანტის ცისფერი ოცნება:

გრინ კარტა (ბევრს უკვე აქვს!), ამერიკული პასპორტი (მალე ექნებათ!), სარფიანი სამსახური (იქაც ფულის შოვნა), ბინა, სახლი, აგარაკი (მაიამისთან ახლოს და აუცილებლად აუზით), საქართველოს და ქართველების გინება და სააკას ქება-დიდება (ხედავენ, ამერიკელებს მაინც რომ მოსწონთ ეს პოლიტიკური გვამი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის CIA-მ ამ სისხლით მოსვრილი არაქართველის საძაგლობანი!) და სასაცილო ის არის, რომ იმ ჭკუათხელი დიქტატორის რეჟიმს საელჩოს თანამშრომლებისთვის მიცემული დიდი ქრთამების საშუალებით ძლივს გაექცნენ ტირანს! და…

2. საქართველოში უცხოეთის საელჩოებში შეგზავნილი საქართველოს მტრები – ნაცისტი-გოგოშკები, რომლებიც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან უცხო ქვეყნების ელჩებს!”. ეს წერილის მოკლე შინაარსი გახლავთ…ძალიან მოკლე! პატიოსანმა (იშვიათობაა დღეს) ქართველმა გადმომიგზავნა!

ცრემლმორეული შესცქერის ამ გადაგვარებულ ხალხს – ერის გამყიდველებს და ფიქრობს, რომ ჩვენც ავღანეთის ბედი გველის! P.S. წერილის ავტორს, როგორც მთხოვეს, არ ვასახელებ“, – წერს რობერტ სტურუა.