,,იმედია, იქ არ გტკივა, არ გიბრაზდები, თუ ამ ტკივილის ატანა აღარ შეგეძლო” – ვახო ჩარკვიანის დის ემოციური წერილი

,,იმედია, იქ არ გტკივა, არ გიბრაზდები, თუ ამ ტკივილის ატანა აღარ შეგეძლო" - ვახო ჩარკვიანის დის ემოციური წერილი20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლს, ვახ­ტანგ (ვახო) ჩარ­კვი­ა­ნს მთელი ქვეყანა გლოვობს. სოციალურ ქსელში უამრავი სამძიმრის და გამოსათხოვარი წერილი იწერება. ვახო კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი და, მარიამ ჩარკვიანი ამ უდიდეს ტრაგედიაზე წერს:

,,ჩემ თვალ­წინ გა­გი­ჩერ­და გული, ორ­ჯერ _ ჩემ გა­რე­შე, ალ­ბათ კი­დევ იმი­ტომ სცა­დე, რომ მე მო­მეს­წრო შენ­თან, მაგ­რამ იმე­დია, არ გტკი­ვა, აღარ გტკი­ვა და ეს ტან­ჯვა შენ­თვის დას­რულ­და, თუმ­ცა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ჯო­ჯო­ხე­თი იწყე­ბა…

მა­პა­ტიე, რომ აპა­რატ­ზე როცა იყა­ვი შე­ერ­თე­ბუ­ლი და ნეკა თი­თის პი­რო­ბა დავ­დეთ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან შენი ფე­ხით გახ­ვი­დო­დი. მა­პა­ტიე, რომ გე­ში­ნია და მარ­ტო ხარ. მა­პა­ტიე, რომ შენ­თა­ნაც კი ვერ გა­მოვ­დი­ვარ და ვერ ვბე­დავ შენ­თან მოს­ვლას. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­დე­ნად შორს იქ­ნე­ბი, ისე­თი ან­გე­ლო­ზი ხარ, ისე­თი კარ­გი, რომ ალ­ბათ უკე­თეს ად­გი­ლას წახ­ვე­დი. არა­და რომ გხე­დავ­დი, მი­დი­ო­დი, გეხ­ვე­წე­ბო­დი, მეც წა­მო­ვალ-თქო, რად­გან სულ შენ­თან ყოფ­ნა მინ­დო­და და მინ­და.

დაგვპირ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამ დღის მერე კარ­გად აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა. მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი, ჩემო პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზო. ჩემო ღი­მი­ლა, ჩემო პა­წა­წუ­ნა, ჩემო ლა­მა­ზო, ჩემო თვა­ლე­ბბ­რი­ა­ლა. ალ­ბათ ვა­ხოს გა­რე­შე ყოფ­ნას ვე­რას­დროს ვის­წავ­ლი, მაგ­რამ იმე­დია, იქ არ გტკი­ვა, არ გიბ­რაზ­დე­ბი. თუ ამ ტკი­ვი­ლის ატა­ნა აღარ შე­გეძ­ლო, არ გიბ­რაზ­დე­ბი.rest in the peace my little winter bear (დაისვენე, მშვიდობით, ჩემო პატარა ზამთრის დათუნია)”.