შეფმზარეულ ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძის ცხოვრებაში ლამაზი პერიოდია. ისინი პირველი შვილის მოლოდინში არიან. ანუკამ ორსულობის ფოტო სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. წყვილი გასულ წელს დაინიშნა.
კატეგორია: სოციალური მედია
,,13 წლის გიორგის პროგნოზი ვკითხე და პენალტები იქნება და მამარდა მოგვაგებინებსო“ – რას იხსენებს ჟურნალისტი ისტორიული მატჩის პატარა ქომაგებზე
„ჩემ გვერდით სკამზე აღმოჩნდა 13 წლის გიორგი. გამოველაპარაკე და პროგნოზიც ვკითხე. პენალტები იქნება და მამარდა მოგვაგებინებსო“, – იხსენებს ჟურნალისტი თეონა კენჭიაშვილი 26 მარტის ისტორიულ მატჩს, რომელსაც სტადიონიდან ადევნებდა თვალს და პატარა გულშემატკივრების ემოციებს აღწერს. „…ისევე, როგორც ბევრ ადამიანს, არც მე მერგო ბილეთი, თუმცა ერთმა ძალიან კეთილმა ადამიანმა საკუთარი ბილეთი დამითმო და თავად სახლში უყურა – […]
ნიკა ქავთარაძე: ,,რა გინდათ, ხალხო, სტადიონზე?! ბილეთი იმას მიაშავეთ, ვინც ამ ყველაფრისთვის გემეტებათ!”
იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ფეხბურთის ბილეთებზე ატეხილ გუშინდელ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს: ,,რა გინდათ, ხალხო, სტადიონზე?! საჭმლის და სასმელის რიგში უნდა იდგე მინიმუმ 1 საათი! გემრიელი არაფერი იყიდება და ღირს 4-ჯერ ძვირი. წყალიც კი! ტუალეტში კოჭამდე დგას ფსელი და სუნი კიდე მძღ**ის! გოლი თუ შემთხვევით ვერ ნახეთ, გამეორება არ არის იქ! და რაც მთავარია – ინტერნეტი […]
,,ნინი ბადურაშვილიც იყო ჯალათის სახლში, ეკა კახიანიც, ხათუნა ჟორდანია, რუსა მორჩილაძე… მორჩით ,,გაპრავებას”, მიგიწეწკვავთ თითებს კლავიატურაზე!” – ნინო ჯღარკავამ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერა
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, ძალიან მწვავე პოსტებს აქვეყნებს და აკრიტიკებს ,,ოცნების” იმ მხარდამჭერებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გაგა მკურნალიძის სახლში მოილხინეს. გაგა მკურნალიძე ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო და გლდანის ციხის კარანტინის დაშლის კადრებთან დაკავშირებით წამების მუხლით იყო ბრალდებული. ,,მე, ნინო ჯღარკავა, ხვალ შემთხვევით მეგის ქარდავას ცოლმა რომ […]
,,SOS! სულ ასეა უკვე რამდენიმე დღეა, აშკარად ძალიან ცუდადაა” – რას წერს ლაშა ჩხარტიშვილი
უფლებადამცველი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, მარტოხელა, უსახლკარო ქალზე წერს, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ,,SOS! SOS! სულ ასეა, უკვე რამდენიმე დღეა. სადგურის მეტროსთან, დადიანის მხრიდან… ეს უსახლკარო ქალბატონი არის აშკარად ძალიან ცუდად. ადრე ხელსახოცებით ვაჭრობდა, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს. როგორც ადგილზე ამბობენ, 3 კვირაა, ქუჩაში ცხოვრობს, გადაბმით… ყველა მძიმე თანმდევი მოვლენით… იქნებ ერთად ვაიძულოთ, ხელისუფლების […]
მზია წულუკიძეს ნიუ იორკის მერიის ჯილდო გადაეცა – ,,ეს ჩვენ ერთობლივი საქმის კეთებით დავიმსახურეთ, ერთად გავახარეთ და დავაპურეთ უამრავი ოჯახი, ჩავაცვით, დავახურეთ, ავუშენეთ…”
ამერიკაში მცხოვრებ მზია წულუკიძეს ნიუ იორკის მერიის ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების საღამო დიანა ბაგრატიონის ფონდის ორგანიზებით შედგა ნიუ იორკში. ,,ჯილდოებს, რომლებიც მიღებული მაქვს ნიუ ორკის ასამბელიას, ნიუ ორკის კონგრესის მხრიდან, დღეს კიდევ ერთი ჯილდო და აღიარება შეემატა. ეს არის ნიუ ორკის მერიის ჯილდო. ეს ჯილდოები ჩემთან ერთად თქვენ, თითოეულ ემიგრანტს გეკუთვნით, ამიტომ თამამად შეგიძლიათ გაიზიაროთ ჩემი […]
ელისო კილაძე: ,,ჯოჯოხეთი ტრიალებს! ნარკოტიკი საქართველოში მზადდება იატაკქვეშა ლაბორატორიებში! გიპოვით!”
,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე იმ უდიდეს პრობლემაზე წერს, რის წინაშეც დღეს საქართველო აღმოჩნდა – ნარკოტიკების უპრობლემო შემოტანა-მოხმარებაზე. ,,ჯოჯოხეთი ტრიალებს საქართველოში. ჩემი თაობა ნემსმა დაღუპა, ჩვენი შვილების თაობას ღუპავს მკვლელი ნარკოტიკი. მასშტაბი იმდენად დიდია, ამ ოდენობის ,,ამფეტამინის” შემოტანა საზღვარზე წარმოუდგენელია. საქმეში ჩახედული ადამიანები მეუბნებიან, რომ ნარკოტიკი საქართველოში მზადდება იატაკქვეშა ლაბორატორიებში! ძებნა უკვე დავიწყე! თუ გაქვს […]
ნატა ფერაძე ციხის მენიუზე – ,,ხაჭაპურებს ჭყლეტენ თითებით…”
უფლებადამცველი ნატა ფერაძე ციხის მენიუზე წერს. მისი თქმით, რომ არა ციხის გარედან მიწოდებული საჭმელები, ადამიანი იქიდან მძიმედ დაავადებული გამოვა. ,,დმი-ს მენიუზე: ყველაზე უფრო მენატრებოდა დილას კარგი პრეს ყავა და ერბოკვერცხი. იქ რომ ,,პერედაჩები” არ იყოს, მძიმედ დაავადებული გამოხვალ თუნდაც 5-დღიანი ასეთი კვების გამო. ნუ ,,პერედაჩების” მოწოდება ცალკე მეცნიერებაა, რა გაივლის ცენზურას და რა – არა. […]
პერის პატრონი გარდაეცვალა, აღარავინ ჰყავს, ვისთანაც იცხოვრებს – ,,უკეთილესი და რაღაცნაირი დაუცველი ძაღლია, გთხოვთ, დავეხმაროთ გაჩუქებაში”
ეკო ბედიაშვილი წერს ძაღლზე, რომელსაც ერთადერთი პატრონი გარდაეცვალა და სამ დღეში ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანენ. პოსტის ავტორი საზოგადოებას მოუწოდებს, პერის ახალი პატრონის მოძებნაში დაეხმარონ. ,,პერი 8 წლის ბრეტონული ეპანიოლია. ჩუქდება, იმიტომ, რომ გარდაეცვალა ოჯახის ერთადერთი წევრი და ერთადერთი პატრონი, სამწუხაროდ, მისი აყვანის სურვილი არც ერთ ახლობელს ამ დრომდე არ გამოუთქვამს, ახლაც მეზობელს ჰყავს შეფარებული, მაგრამ რამდენიმე […]
,,ზურა ბერიკაშვილმა თვალი გაახილა” – სასიხარულო ინფორმაციას ირაკლი ჩოლოყაშვილი ავრცელებს
მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი თავის მეგობარზე, მსახიობ ზურა ბერიკაშვილზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ,,რადგან მწერთ და გაინტერესებთ, გეტყვით: ზურა ბერიკაშვილი ზეგ გერმანიაში გადაჰყავთ… დღეს გააღვიძეს, თვალი გაახილა…”, – დაწერა ირაკლი ჩოლოყაშვილმა სოციალურ ქსელში. ზურა ბერიკაშვილი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ინფარქტის დიაგნოზით უგონო მდგომარეობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. ის ბუნებრივ კომაში იყო.











