მზია წულუკიძეს ნიუ იორკის მერიის ჯილდო გადაეცა – ,,ეს ჩვენ ერთობლივი საქმის კეთებით დავიმსახურეთ, ერთად გავახარეთ და დავაპურეთ უამრავი ოჯახი, ჩავაცვით, დავახურეთ, ავუშენეთ…”

მზია წულუკიძეს ნიუ იორკის მერიის ჯილდო გადაეცა - ,,ეს ჩვენ ერთობლივი საქმის კეთებით დავიმსახურეთ, ერთად გავახარეთ და დავაპურეთ უამრავი ოჯახი, ჩავაცვით, დავახურეთ, ავუშენეთ..."ამერიკაში მცხოვრებ მზია წულუკიძეს ნიუ იორკის მერიის ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების საღამო დიანა ბაგრატიონის ფონდის ორგანიზებით შედგა ნიუ იორკში.
,,ჯილდოებს, რომლებიც მიღებული მაქვს ნიუ ორკის ასამბელიას, ნიუ ორკის კონგრესის მხრიდან, დღეს კიდევ ერთი ჯილდო და აღიარება შეემატა. ეს არის ნიუ ორკის მერიის ჯილდო.
ეს ჯილდოები ჩემთან ერთად თქვენ, თითოეულ ემიგრანტს გეკუთვნით, ამიტომ თამამად შეგიძლიათ გაიზიაროთ ჩემი სიხარული. ეს ჩვენ, მე და თქვენ, ჩვენი ერთობლივი საქმის კეთებით დავიმსახურეთ და რომელსაც დღემდე ვაგრძელებთ. ჩვენ ერთად გავახარეთ და დავაპურეთ უამრავი ოჯახი. ჩავაცვით, დავახურეთ, ავუშენეთ. მე და თქვენ ამას გულწრფელად, ყოველგვარი ანგარების გარეშე ვაკეთებდით და ვაკეთებთ. შეგვამჩნიეს და დაგვაფასეს…
მადლობა, ქალბატონო დიანა, გვერდში დგომისათვის და ჩემთვის რეკომენდაციის გაწევისთვის. მინდა, დიდხანს კარგად ყოფნა გისურვოთ და ბევრი კარგი საქმე გეკეთებინოთ.
დიდი მადლობა ჩვენი მასპინძლობისთვის ორგანიზაცია ,,თვისტომის” დამფუძნებელს, ბატონ ნიკოლოზ ჩხეიძეს. უღრმესი მადლობა ჩემს მეუღლეს ამ დღის გალამაზებისთვის”, – დაწერა მზია წულუკიძემ სოციალურ ქსელში.