ელისო კილაძე: ,,ჯოჯოხეთი ტრიალებს! ნარკოტიკი საქართველოში მზადდება იატაკქვეშა ლაბორატორიებში! გიპოვით!”

ელისო კილაძე: ,,ჯოჯოხეთი ტრიალებს! ნარკოტიკი საქართველოში მზადდება იატაკქვეშა ლაბორატორიებში! გიპოვით!",,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე იმ უდიდეს პრობლემაზე წერს, რის წინაშეც დღეს საქართველო აღმოჩნდა – ნარკოტიკების უპრობლემო შემოტანა-მოხმარებაზე.
,,ჯოჯოხეთი ტრიალებს საქართველოში. ჩემი თაობა ნემსმა დაღუპა, ჩვენი შვილების თაობას ღუპავს მკვლელი ნარკოტიკი. მასშტაბი იმდენად დიდია, ამ ოდენობის ,,ამფეტამინის”  შემოტანა საზღვარზე წარმოუდგენელია. საქმეში ჩახედული ადამიანები მეუბნებიან, რომ ნარკოტიკი საქართველოში მზადდება იატაკქვეშა ლაბორატორიებში! ძებნა უკვე დავიწყე!
თუ გაქვს ინფორმაცია, სად – მომწერეთ. ანონიმურობა გარანტირებულია. ბარიგობა უნდა გახდეს სამარცხვინო. ყველას მოგიკაკუნებთ კარზე პირადად და გამხელთ. ოზურგეთელი ბარიგას ,,ცალხელას” არსებობა მარტო მე ვიცი?! ქობულეთში ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში!
დაწამლა ხალხი. რამდენი მისამართიც უნდა გამოიცვალო, მაინც გიპოვი და მოგაკითხავ…
07:36-ის მერე ახალი ტავარი აღარ დადებულა ტელეგრამ არხებზე! სიკვდილის გამყიდველები უკვე ფრთხილობენ. სად ამზადებთ ამ საწამლავს, გიპოვით – გპირდებით” – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.