,,ზურა ბერიკაშვილმა თვალი გაახილა” – სასიხარულო ინფორმაციას ირაკლი ჩოლოყაშვილი ავრცელებს

,,ზურა ბერიკაშვილმა თვალი გაახილა" - სასიხარულო ინფორმაციას ირაკლი ჩოლოყაშვილი ავრცელებსმსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი თავის მეგობარზე, მსახიობ ზურა ბერიკაშვილზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

,,რადგან მწერთ და გაინტერესებთ, გეტყვით: ზურა ბერიკაშვილი ზეგ გერმანიაში გადაჰყავთ… დღეს გააღვიძეს, თვალი გაახილა…”, – დაწერა ირაკლი ჩოლოყაშვილმა სოციალურ ქსელში.

ზურა ბერიკაშვილი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ინფარქტის დიაგნოზით უგონო მდგომარეობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. ის ბუნებრივ კომაში იყო.