უფლებადამცველი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, მარტოხელა, უსახლკარო ქალზე წერს, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება დახმარება.
,,SOS! SOS! სულ ასეა, უკვე რამდენიმე დღეა. სადგურის მეტროსთან, დადიანის მხრიდან… ეს უსახლკარო ქალბატონი არის აშკარად ძალიან ცუდად. ადრე ხელსახოცებით ვაჭრობდა, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს. როგორც ადგილზე ამბობენ, 3 კვირაა, ქუჩაში ცხოვრობს, გადაბმით… ყველა მძიმე თანმდევი მოვლენით… იქნებ ერთად ვაიძულოთ, ხელისუფლების სათანადო ორგანოებმა მიხედონ ამ ადამიანს, სანამ დაიღუპება. სხვა ყოველივესთან ერთად ესაჭიროება ფსიქოლოგოს დახმარებაც… გამოძახებული იყო პატრული, არსად გადაუყვანიათ, ვერც გადაიყვანდნენ, ქრონიკულ დაავადებულთა თავშესაფარი არ აქვს თბილისს და არც სრულიად საქართველოს”, – წერს ლაშა ჩხარტიშვილი.