ნიკა ქავთარაძე: ,,რა გინდათ, ხალხო, სტადიონზე?! ბილეთი იმას მიაშავეთ, ვინც ამ ყველაფრისთვის გემეტებათ!”

ნიკა ქავთარაძე: ,,რა გინდათ, ხალხო, სტადიონზე?! ბილეთი იმას მიაშავეთ, ვინც ამ ყველაფრისთვის გემეტებათ!"იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ფეხბურთის ბილეთებზე ატეხილ გუშინდელ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს:
,,რა გინდათ, ხალხო, სტადიონზე?! საჭმლის და სასმელის რიგში უნდა იდგე მინიმუმ 1 საათი! გემრიელი არაფერი იყიდება და ღირს 4-ჯერ ძვირი. წყალიც კი! ტუალეტში კოჭამდე დგას ფსელი და სუნი კიდე მძღ**ის! გოლი თუ შემთხვევით ვერ ნახეთ, გამეორება არ არის იქ! და რაც მთავარია – ინტერნეტი არ იჭერს!!!! არ წახვიდეთ! ბილეთი თუ გაქვთ, იმას მიაშავეთ, ვინც ამ ყველაფრისთვის გემეტებათ!”