ნატა ფერაძე ციხის მენიუზე – ,,ხაჭაპურებს ჭყლეტენ თითებით…”

ნატა ფერაძე ციხის მენიუზე - ,,ხაჭაპურებს ჭყლეტენ თითებით...''უფლებადამცველი ნატა ფერაძე ციხის მენიუზე წერს. მისი თქმით, რომ არა ციხის გარედან მიწოდებული საჭმელები, ადამიანი იქიდან მძიმედ დაავადებული გამოვა.
,,დმი-ს მენიუზე: ყველაზე უფრო მენატრებოდა დილას კარგი პრეს ყავა და ერბოკვერცხი. იქ რომ  ,,პერედაჩები” არ იყოს, მძიმედ დაავადებული გამოხვალ თუნდაც 5-დღიანი ასეთი კვების გამო.
ნუ ,,პერედაჩების” მოწოდება ცალკე მეცნიერებაა, რა გაივლის ცენზურას და რა – არა. მომზადებული სადილები კონტეინერში – არა. ხაჭაპურებს ჭყლეტენ თითებით, შიგნით დანა ან რამე არ იყოს ჩამალული. ავოკადო, ტყლაპი, ჩირები არ შემოუშვეს.
დმი-ს მენიუდან ყველაფერი გავსინჯე. სულ 3 კერძია, მთელი წელი, ყოველდღე და სხვა არაფერი.
-რუსული წარმოების სწრაფი სუპი (,,დორშირაკი” თუ რაღაც).
-სააააშინელი, ჩაქონილი ,,ტუშონკა” ჯამში. ყოველგვარი საკმაზის და ბოსტნეულის გარეშე. გაცხელებული მოაქვთ.
-ე. წ. პაშტეტიო, არადა ცივ და ჩანგლით დაჭყლეტილ ტუშონკას ჰგავდა, ქონი მეტი იყო, ვიდრე ,,ხორცი”. ამ ყველაფერს ახლავს მთელი ბუხანკა პური. და 1 ჭიქა ჩაი დღეში, არანაირი ყავა. და მარტო ჩაი მინდოდა ამათგან, მაგრამ 1 ჭიქაზე მეტი არ გეკუთვნის დღეშიო.
პ. ს. ვეგეტერიანელებს რას თავაზობთ-მეთქი (სპეციალურად არ ვკითხე მარხვაზე) და სუპს, მაგრამ ფხვნილებს არ ვყრითო. ჭურჭელი – ვერცხლისფერი მეტალის. შემდეგ პოსტს დავდებ ტუალეტზე”, – დაწერა ნატა ფერაძემ.