ეკო ბედიაშვილი წერს ძაღლზე, რომელსაც ერთადერთი პატრონი გარდაეცვალა და სამ დღეში ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანენ. პოსტის ავტორი საზოგადოებას მოუწოდებს, პერის ახალი პატრონის მოძებნაში დაეხმარონ.
,,პერი 8 წლის ბრეტონული ეპანიოლია. ჩუქდება, იმიტომ, რომ გარდაეცვალა ოჯახის ერთადერთი წევრი და ერთადერთი პატრონი, სამწუხაროდ, მისი აყვანის სურვილი არც ერთ ახლობელს ამ დრომდე არ გამოუთქვამს, ახლაც მეზობელს ჰყავს შეფარებული, მაგრამ რამდენიმე დღით.
აი, უკეთილესი და რაღაცნაირი დაუცველი ძაღლია, ალბათ მაგიტომ შემტკივა გული ასე ძალიან მასზე. ყველა ძაღლი იმსახურებს კარგ ოჯახს და ბედნიერ ცხოვრებას, მაგრამ პერი დამიჯერეთ, რომ განსაკუთრებულად იმსახურებს. გთხოვთ, გადააზიაროთ, რა, შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ, ისე დაგვეხმაროთ ერთი გადაზიარებით პერის გაჩუქებაში”, – წერს ანა ბედიაშვილი, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუქგვერდზე Eko Bediashvili (Mononoke).