,,სირცხვილი მაია ასათიანს! ეს იყო ბულინგი! სამარცხვინოა ჟიურის და წამყვანების საქციელი…” – სკანდალი ,,მხოლოდ ქართულში”

,,სირცხვილი მაია ასათიანს! ეს იყო ბულინგი! სამარცხვინოა ჟიურის და წამყვანების საქციელი..." - სკანდალი ,,მხოლოდ ქართულში"პროექტი ,,მხოლოდ ქართული” გიორგი ნარმანიამ დატოვა. ჟიურისა და წამყვანების შეფასებებმა მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია. მათ წამყვანები, ნანუკა ჟორჯოლიანი და მაია ასათიანი, ასევე ჟიურის წევრები ბულინგში დაადანაშაულეს. სოციალურ ქსელში წერენ:

,,დაისვენეთ! წავიდა ნარმანია! თქვენც ხომ ეგ გინდოდათ! დააყენეთ ამხელა კაცი და ლანძღეთ უმოწყალოდ. შეგერჩიათ შესაფერისი რეპერტუარი და ნახავდით, როგორ იმღერებდა. სამარცხვინოა, რასაც კადრულობთ ჟიურიან-წამყვანებიანად!”.

,,ჟურნალისტური ეთიკა თქვენთვის უცხო ხილია აშკარად. არავის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ სირცხვილია, რაც მოხდა და თქვენ ნერგავთ საქართველოში პროგრესს და სამართლიანობას?! წამყვანმა თავისი საქმე უნდა აკეთოს და საერთოდაც არ უნდა დააფიქსიროს რომელიმე კონკურსანტის მიმართ თავისი დამოკიდებულება, ამაზრზენია პირდაპირ ეთერში ბულინგი, როცა ადამიანი გამოდის ამხელა აუდიტორიის წინაშე, თან სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და თქვენ მოურიდებლად აყენებთ შეურაცხყოფას, თან აფასებთ არა მუსიკალურობის კუთხით, არამედ მის პიროვნებას ეხებით. ვინმეს თუ გულშემატკივრობთ თქვენ-თქვენს შოუებში გააპიარეთ, რა მარაზმია!”.

,,რუსთავი 2″ რატომ აბრმავებთ ხალხს?! თქვენგან ნარმანიას დამცირების შემდეგ მხოლოდ მე მხარდაჭერის მიზნით 17 ადამიანის და მათი ოჯახის წევრების მობილიზება შევძელი 20 წუთში. ძალიან ტეხავს ადამიანის დამცირებით და შეურაცხყოფით გაგდება”.

,,ბევრი მაყურებელი დაკარგა დღეს ,,რუსთავი 2″-მა.

,,ეს გადაცემა იყო 100% ბულინგი. არ მგონია, საქართველოს გარდა სხვა რომელიმე ქვეყანაში ხდებოდეს ასე სამარცხვინოდ და საჯაროდ კონკურსანტის დამცირება. სამარცხვინოა ჟიურის და წამყვანების საქციელი”.

,,როგორ ექცევით ამ ბიჭს, საერთოდ რომ მღეროდა, მიკვირს. დასტრესეთ, სპექტაკლები დაუდგით. 10 ტელეფონიდან თქვენ ჯინაზე ვურეკავდი და როგორ მოახერხეთ, რომ არ ირეკებოდა?! ეთიკა დაგავიწყდათ. მაშინ მარტო თქვენ აირჩიეთ გამარჯვებული, რაღას გვაყურებინე

,,მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს პატივს ვცემ ,,რუსთავი 2′-ს, დღეს ყველანი არასწორი იყავით ნარმანიას მიმართ ჟიურიც და წამყვანებიც. ეს იყო სრული ბულინგი”.

,,სამარცვინო იყო ჟიურის და წამყვანების საქციელი, ადამიანი მიწასთან გაასწორეთ. სულ არ მომწონდა ეგ კონკურსანტი, მაგრამ აწი ის უფრო მაგარია ჩემთვის, ვიდრე თქვენ თქვენი მარალიტებით!”,

,,სირცხვილი მაიას! ამდენის უფლებას რომ აძლევს თავის თავს! პირდაპირ მოუწოდა ხალხს არ დაუმესიჯოთო. აი, რა უფლებით უბრალოდ და რის გამო. გამოავლინა ამ ქალმა, რა ყოფილა სინამდვილეში! როგორ მიყვარდა და ამ ერთმა საქციელმა გადაფარა ყველაფერი”.

,,საერთოდ არავის ვგულშემატკივრობ, მაგრამ მინდა, ვკითხო მაია ასათიანს, რა არის ბულინგი,  სხვა თუ არა ის, რაც თვითონ გააკეთა პირდაპირ ეთერში”.

,,წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა, მაგრამ იმდენი გაბრაზებული მეგობრის პოსტი ამომიგდო, მეც მომეშალა ნერვები და დავურეკავ გიორგის-თქო ვიფიქრე, მაგრამ 10 მცდელობის მიუხედავად, ზარი არ გასულა”.

,,ღმერთმანი ნანუკას, განსაკუთრებით მაიას მაგივრად ძალიან შემრცხვა, ასეთი კომემტარების გაკეთება უბრალოდ ძალიან ,,ტეხავს”. როგორც სუბიექტური აზრის მოხვევას არიან მიჩვეულები, ისე ჩათვალეს, რომ აპრიორი ნარმანია იყო ღირსი გავარდნის და ასე მოქცევის უფლება ჰქონდათ. საშინელებაა პროექტის ასე წაყვანა და შეურაცხყოფა მაყურებლის…”

გიორგი ნარმანიას ცოლთან ინტერვიუ იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” ხვალინდელ ნომერში.