ორი თვითმკვლელობა ოჯახში – მშენებლობაზე დაღუპულ 16 წლის ბიჭს ძალიან უჭირდა

ორი თვითმკვლელობა ოჯახში - მშენებლობაზე დაღუპულ 16 წლის ბიჭს ძალიან უჭირდაგუშინ თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა. სამშენებლო ობიექტის ლიფტის შახტაში მუშა ჩავარდა და გადრაიცვალა. დაღუპული 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. ის დედასთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა. ოჯახს ძალიან უჭირდა, ამიტომ გიორგი თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა.

მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებული, გია გაფრინდაშვილი ,,პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ოჯახს კარგა ხანს ეხმარებოდნენ მუნიციპალიტეტი და წითელი ჯვარი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი დედა-შვილი უმეტესად მეზობელ სოფელ ლელიანში, გიორგის ბიძასთან ცხოვრობდნენ.

,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ ბეშკენაძეების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. გაურკვეველი მიზეზით თავი მოიკლა გარდაცვლილის უფროსმა ძმამ. ოჯახის მამა დარდს ვერ გაუმკლავდა და შვილის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წყარო პრაიმტაიმი