დღეს მაშველებმა 17 ადამიანი გადაარჩინეს

დღეს მაშველებმა 17 ადამიანი გადაარჩინესში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის წყალ­ზე მაშ­ვე­ლებ­მა, დღეს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე 17 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს. მათ­გან 5 არას­რულ­წლო­ვა­ნი და 12 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

დაბა ურეკ­ში, 2-დან 3 ბა­ლამ­დე შტორ­მი ფიქ­სირ­დე­ბა. გა­მო­ფე­ნი­ლია წი­თე­ლი ალ­მე­ბი და მაშ­ვე­ლე­ბი დამ­სვე­ნე­ბე­ლებს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ წყალ­ში არ ჩა­ვიდ­ნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს დამ­სვე­ნებ­ლებს, და­ე­მორ­ჩი­ლონ მაშ­ვე­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს და და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, არ და­ტო­ვონ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ, არ ჩა­ვიდ­ნენ წყალ­ში ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ან ნა­ბა­ხუ­სევ­ზე, არ გას­ცდნენ უსაფრ­თხო­ე­ბის ტივ­ტი­ვებს, მაშ­ვე­ლე­ბის მიერ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი წი­თე­ლი ალ­მე­ბის გა­მო­ფე­ნის შემ­თხვე­ვა­ში არ ჩა­ვიდ­ნენ წყალ­ში.
,,მას შემ­დეგ, რაც ცურ­ვა და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა, გა­მო­ი­ფი­ნე­ბა თეთ­რი ალ­მე­ბი”, – აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

ამბები.ჯი