კატეგორია: სამართალი

გამთენიისას 20 ადამიანის დაკავება იგეგმება

გამთენიისას 20 ადამიანის დაკავება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. დაკავებულთა შორის იქნებიან ,,ევროპული საქრთველოს” ერთ-ერთი წევრი, გიგი უგულავა და ასევე ,,გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. დღეს პროკურატურამ ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. კურიერი, ნიუპოსტი

,,ერთი ტყვია ისე ღრმად არის, ვერ იღებენ, რომ ქსოვილი არ დაზიანდეს” – 20 ივნისის ღამეს დაშავებული

,,გავრილოვის ღამეს” დაშავებული გიორგი თებიძე დარბევის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ 5 ტყვიიდან ერთ-ერთი ისევ სხეულში აქვს. 26 წლის ახალგაზრდას 5 ტყვია მოხვდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება თუმცა, ერთ-ერთი ტყვია ისევ მკლავში აქვს, რადგან ამოღების შემთხვევაში შესაძლოა ქსოვილი დაუზიანეს. „სულ 5 ტყვია. ისე აღმოჩნდა, რომ ზევით ვიყავი, მარტო ვიდექი და ფეხებში რომ მესროდნენ, უკან […]

ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს ჭრილობები თავის არეში და ხელზე აქვს

აქციაზე ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი, თამარ ბარაშვილი დაშავდა. მას თავის არეში და ხელზე ჭრილობები აქვს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ექიმმა კლინიკაში ხელით შეიყვანა.

,,ნიუპოსტის” ჟურნალისტებს რეზინის ტყვიები მოხვდათ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

პარლამენტთან, აქციის ეპიცენტრში მომუშავე ,,ნიუპოსტის“ ორ ჟურნალისტს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს მთელი დღის მანძილზე აშუქებენ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი ჭურვები და რეზინის ტყვიები ესროლეს. მძიმე ინტოქსიკააციის გამო მათ სამუშაო ადგილის დატოვება მოუწიათ. საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ ორივე თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

,,შსს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს პარლამენტში შეჭრის მცდელობას”

,,როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანიშეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი”, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. „მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის […]

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაერთიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. რუსთავი 2

,,საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება” – ,,რუსთაველის” მეტროში ორი ახალგაზრდა სცემეს

„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველთა თქმით, დაპირისპირება მუსიკოსი ახალგაზრდების გარეგნობასთან დაკავშირებით მოხდა. „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ უცხო პირები ახალგაზრდებს, რის შემდეგად მეტროს გასასვლელში მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. პირველი არხი

,,ერთი წამალიც რომ მიეცათ, ეშველებოდა” – ბიძის მიერ 13 წლის მოზარდის ოჯახი

ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმი, რომლის გულგრილობას მკვლელობა მოჰყვა, დაკავებულია. საქმე ეხება 10 თებერვალს რუსთავში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ფსიქიკური აშლილობის დროს მამაკაცმა 12 წლის ძმისშვილი მოკლა. ერთი დღით ადრე კი ბრალდებულმა დასახმარებლად სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მაგრამ ექიმმა მას დახმარება არ გაუწია და კლინიკა დაატოვებინა. საქმეში არსებული მასალებით კი ირკვევა, რომ მამაკაცს ეპილეფსიური ფსიქოზი აღენიშნებოდა და არსებობდა რისკი, […]

რამდენიმე წუთის წინ თბილისში ტექნიკის მაღაზიები გაძარცვეს

თბილისში, პეკინის 11 ნომერში მდებარე ,,აიპლიუსის” მაღაზია გაძარცვეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მძარცველებმა ჩაამტვრიეს მაღაზიის წინა ფასადი და მაღაზიის ვიტრინაზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს. სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ. ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ სხვა ტექნიკის მაღაზიებიც გაძარცვეს. რუსთავი 2

გურამ ფალავანდიშვილი: ,,ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არაფერი მოხდება”

6-საათიანი დაკითხვის შემდეგ გურამ ფალავანდიშვილმა თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა. მისი თქმით, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ღირსების მარშის ჩატარების შემთხვევაში ექსცესები არ მოხდება. -ვერ ავიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას. ამაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. მე როგორ ავიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ პოლიციელი იქ მოსულ მამაოს არ ესვრის? მინახავს მე პოლიციელის მიერ კისერში დაჭრილი მამაო… ჩვენ […]