საქართველოს პატრულის უფროსის მოადგილის, ვაჟა სირაძის სიმამრის, ლევან ქავთარაძის სახლი გაქურდეს. ცნობილი ექიმის სახლიდან ბოროტმოქმედებმა თანხა და ვერცხლის სამკაული წაიღეს. ქავთარაძე, რომელიც ხონის საკრებულოს წევრია, ქურდობის ფაქტს ადასტურებს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ნიუპოსტი
კატეგორია: სამართალი
რუსთავში დედამ 27 წლის შვილი ჩამომხრჩვალი ნახა
გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი დააკავეს
გერმანიაში, მემინგენის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს. ამის შესახებ გემანული მედია წერს. მათი ინფორმაციით, 37 წლის ქართველი პატიმარი ქალაქიდან 30 კილომეტრში, ფეხით გადაადგილებისას დააკავეს. რაც შეეხება მეორე პატიმარს, ამ დრომდე ძებნაშია. გერმანიის პოლიციამ გაქცეულების ფოტოებიც გამოაქვეყნა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ისინი შეირაღებულნი ყოფილიყვნენ. ორი პატიმარი, რომელთა შორის ერთი ქართველია, გერმანიის ციხიდან 4 აგვისტოს გაიქცა. […]
,,შვილის მკვლელობის მოტივად დედის გამწარება დაასახელა” – აღაიანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანი დედის საქმეზე სასამართლო დახურულ სხდომათა რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „პრაიმტაიმს“ მოკლული ბავშვის მამის ნათესავი უყვება, დახურულ სხდომაზე არასრულწლოვანმა დედამ მკვლელობის მოტივად საკუთარ მშობელზე ანგარიშსწორება დაასახელა. -ვინაიდან სასამართლოზე დახურული სხდომები იმართება, ჩვენ ვერ ვესწრებით, მაგრამ გამოჟონილი ინფორმაციით, ბავშვის დედამ მკვლელობის მოტივად საკუთარი დედის გამწარება დაასახელა. მკველობაში ბრალდებული […]
შსს ნისიების რვეულის მოპარვის საქმეს იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე დღეა იძიებს, ვინ მოიპარა ნისიების რვეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალში მდებარე მაღაზიიდან. უწყებაში ონ.ჯი-ს უთხრეს, რომ დამოძიება გრძელდება. მაღაზია 27 ივლისს გაქურდეს. მაღაზიის მფლობელის ინფორმაციით, რვეულთან ერთად წაღებულია 330 ლარი. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ონ.ჯი
შაკო ტყემალაძის და გუგა კოღუას მკვლელობა არ დასტურდება – ტრაგედიის ახალი დეტალები
,,პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ გურამიშვილის გამზირზე 24 ივნისს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კვალიფიკაციას ოფიციალურად ცვლის. საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლზე გადაკვალიფიცირდება და სავარაუდოდ, დაიხურება. თავდაპირველად, ძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა შემთხვევის ადგილზე არსებული მტკიცებულებებით განზრახ მკვლელობა არ დასტურდება. გამოძიება საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ ბინაში მყოფ ერთ-ერთ ახალგაზრდას იარაღი გაუვარდა, რამაც […]
სამი მიცვალებული ერთ ოჯახში – შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი თუშეთში ავარიას ემსხვერპლნენ
თუშეთში ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია – მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები არიან. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლილებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე. შსს-ს ინფორმაციით, სულ ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე […]
,,ერთადერთი შვილი ჰყავდათ მშობლებს, განადგურებულები ვართ” – გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
გურამიშვილის გამზირზე, 24 ივლისს მომხდარი დანაშაულის დეტალები ისევ ბურუსით მოცულია. ახლობლებს ისევ არ აქვთ მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რას შეეწირა 2 წარმატებული ახალგაზრდის სიცოცხლე. შალვა (შაკო) ტყემალაძის და გურამ (გუგა) კოღუას ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და ახლა ექსპერტიზით უნდა გაირკვეს მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ მკვლელობა. საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ერთადერთი ვერსია – ერთ-ერთ ბიჭს […]
ირაკლი ოქრუაშვილს რამდენიმე წუთის წინ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
თბილისის პოლიციის სამმართველოში, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, მას პოზიცია არ შეუცვლია, ის დანაშაულს არ აღიარებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. […]
,,მამუკა ხაზარაძის საქმეში პირადი ცხოვრების მასალები დევს” – ადვოკატი
,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, საქმის მასალების 21 ტომიდან 2 ტომი სატელეფონო მოსმენის მასალებია. ამის შესახებ კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც კორძაძემ აღნიშნა, მასალებში ისეთი ადამიანის მოსმენებიც დევს, რომელიც თავისი პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალების შესახებ ყვება. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებს ჰქონდათ სანქციები აღებული და უსმენდნენ ამ საქმეში […]









