კატეგორია: პოლიტიკა

,,ნიკა მელიამ ტელევიზორი თვითონ უნდა შეიძინოს ციხის მაღაზიაში” – პენიტენციური სამსახური

გუშინ საქართველოს ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საკანსი მოინახულა. იქიდან გამოსულმა კი თქვა, რომ მას ტელევიზორი არ აქვს და სახალხო დამცველმა უკვე მიმართა ციხის ადმინისტრაციას, რომ მისთვის ტელევიზორი შეეტანათ. მალევე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გააკეთა, რომ მელიამ ტელევიზორი ციხის მაღაზიაში უნდა იყიდოს. „ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით […]

გია ბარამიძე: ,,გაზის გამო გონება დავკარგე”

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციისას დააკავეს, გათავისუფლებულია. -ზემოთ კიბეზე ვიყავი, სადაც ალბათ ჭყლეტვის და გაზის გამო რაღაც მომენტში გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე. მე და კიდევ ერთი ადამიანი მიგვიყვანეს შსს-ს შენობაში, გამოიძახეს სასწრაფო, ნორმალურად გვექცეოდნენ. სასწრაფომ გაგვიწია პირველი დახმარება, გონებაზე მომიყვანეს. ამის შემდეგ 173-ე მუხლის […]

ანზორ მელია: ,,შვილი იქ იყოს და მამამ და დედამ დაიძინოს? გამაგრდი, შვილო”

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ექიმი ან­ზორ მე­ლია შვილის დაკავებაზე ამბები.ჯი-სთან ამბობს: – მთე­ლი ღამე გა­ვა­თე­ნეთ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, რო­გორ გგო­ნი­ათ, შვი­ლი იქ იყოს და მა­მამ და დე­დამ და­ი­ძი­ნოს? უია­რა­ღოდ იყ­ვნენ, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით და ნა­ხეთ, რო­გო­რი შტურ­მი მი­ი­ტა­ნეს ოფის­ზე. ამ­ხე­ლა შტურ­მი, ამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი და სპეც­რაზ­მე­ლი რაში სჭირ­დე­ბო­დათ? ეს სცე­ნა რაში სჭირ­დე­ბო­დათ? ან გა­ზის […]

თბილისი ჩაკეტეს – ,,აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომ თბილისის შესასავლელი ჩაიკეტა. ,,რთული მეტეოროლოგიური პირობების (ლიპყინული, ქარი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”.

ადამ კიზინგერი: ,,ეს შემაშფოთებული ნაბიჯია, ჩვენ თვალს ვადევნებთ”

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი  ნაციონალების ლიდერის, ნიკა მელიას და პარტიი ოფისის შტურმით აღებას ეხმაურება და წერს: ,,ეს ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობისგან. ამ დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, შეეშვას ამ დრამატულ ქმედებებს. ჩვენ თვალს ვადევნებთ”.

ნიკა მელია დაიჭირეს, პარტიის ოფისი გაძარცვულია, გიორგი ბარამიძეს ვერ პოულობენ

ნაციონალური მოძრაობის ოფისი შტურმით აიღეს და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ოთახში, სადაც სხვადასხვა პარტიის ლიდერი იყო შეკრებილი, გაზი გაუშვეს. გაძარცვულია ნაციონალური მოძრაობის აიტი-ოთახები, სადაც პარტიის პირადი ინფორმაცია ინახებოდა. პარტიის ოფისის ინვენტარი და თითქმის ყველა კარი დამტვრეულია.  ნაციონალების ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს ვერ პოულობენ. დაკავებულია ათეულობით სამოქალაქო აქტივისტი. კომპიუტერები დაზიანებულია ლევან ხაბეიშვილის სამუშაო ოთახში. დაზიანებულია […]

ირაკლი ღარიბაშვილი: ,,მინდოდა, იმ ღამესვე დაეკავებინათ 200 თუ 300 ადამიანი”

,,მინდოდა, იმ ღამესვე დაეკავებინათ ყველა, ვინც მონაწილეობდა იმ პროვოკაციაში”, – განაცხადა 20 ივნისის ღამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ,,TV პირველის” ეთერში. იმ პერიოში ის ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანის თამამდებობას იკავებდა. -ნაცმოძრაობა ჩამოყალბდა ძალიან საშიშ ორგანიზაციად, ეს არის რადიკალური, ტერორიზმისკენ გადახრილი ორგანიზაცია ძალიან საშიში გამოვლინებებით. სახელმწიფო ვერ და არ დაუშვებდა ვერანაირ პრეცედენტს. ყველა ის პირი, ვინც ამ ძალიან […]

ანზორ მელია: ,,ჩემი შვილის ოჯახს ყოველთვის მივხედავ, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს… მეცოდება ჩემი შვილი…”

ნიკა მელიას ოჯახისთვის დღეს ურთულესი დღე იყო. მთელი დღე პირდაპირ ეთერში უყურებდნენ პარლამენტში გამართულ სხდომას, სადაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს იმუნიტეტი მოუხსნეს. ნიკა მელიას მამამ, კარდიოლოგმა, ანზორ მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა: -იჭერენ არა იმისთვის, რომ ქურდობდა, ანდა ქრთამებს იღებდა, არამედ იმისთვის, რომ საქართველო ასე უყვარს. უნდა ვიამაყოთ ამით. გამსახურდია იყო ციხეში და მერაბ კოსტავა […]

ნიკა მელია ალეკო ელისაშვილს: ,,მანდ არ მომიყვანო! აგიღებ და გამოგიტან!”

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მალიამ ,,მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პირდაპირი ეთერიდან მიმართა: _ჩემი ფეხით არ მომიყვანო, ალეკო, მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ! მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?! შეგახსენებთ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად თავისი ხელფასი გადარიცხოს.

თეა წულუკიანი: ,,ნიკა გვარამია წკავწკავებს, ამიტომ შედეგიანი იყო ჩემი ნათქვამი”

პარლამენტის წევრი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარს ეხმიანება, რომელიც მან დღეს, წულუკიანთან პირისპირ, დახურულ კარს მიღმა, პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. -შეხვედრისას გაირკვა, რომ ჩემთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება მისი პირადი პოზიცია და პირადი აზრია, რაც ნიშნავს, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის. ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ […]