ნიკა მელია დაიჭირეს, პარტიის ოფისი გაძარცვულია, გიორგი ბარამიძეს ვერ პოულობენ

ნიკა მელია დაიჭირეს, პარტიის ოფისი გაძარცვულია, გიორგი ბარამიძეს ვერ პოულობენნაციონალური მოძრაობის ოფისი შტურმით აიღეს და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ოთახში, სადაც სხვადასხვა პარტიის ლიდერი იყო შეკრებილი, გაზი გაუშვეს. გაძარცვულია ნაციონალური მოძრაობის აიტი-ოთახები, სადაც პარტიის პირადი ინფორმაცია ინახებოდა. პარტიის ოფისის ინვენტარი და თითქმის ყველა კარი დამტვრეულია.  ნაციონალების ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს ვერ პოულობენ. დაკავებულია ათეულობით სამოქალაქო აქტივისტი.

კომპიუტერები დაზიანებულია ლევან ხაბეიშვილის სამუშაო ოთახში. დაზიანებულია და საბუთებია წაღებული პარტიის პრესსამსახურის ოთახიდან, სადაც არქივი ინახებოდა.