გია ბარამიძე: ,,გაზის გამო გონება დავკარგე”

გია ბარამიძე: ,,გაზის გამო გონება დავკარგე"„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციისას დააკავეს, გათავისუფლებულია.

-ზემოთ კიბეზე ვიყავი, სადაც ალბათ ჭყლეტვის და გაზის გამო რაღაც მომენტში გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე. მე და კიდევ ერთი ადამიანი მიგვიყვანეს შსს-ს შენობაში, გამოიძახეს სასწრაფო, ნორმალურად გვექცეოდნენ. სასწრაფომ გაგვიწია პირველი დახმარება, გონებაზე მომიყვანეს. ამის შემდეგ 173-ე მუხლის შესაბამისად დამაკავეს, ბორკილებიც დამადეს. დაახლოებით ერთ საათში, იქ, ვინც ჩემთან ერთად იყო, ყველა გაგვათავისუფლეს, – განაცხადა ბარამიძემ.