,,ნიკა მელიამ ტელევიზორი თვითონ უნდა შეიძინოს ციხის მაღაზიაში” – პენიტენციური სამსახური

,,ნიკა მელიამ ტელევიზორი თვითონ უნდა შეიძინოს ციხის მაღაზიაში" - პენიტენციური სამსახურიგუშინ საქართველოს ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საკანსი მოინახულა. იქიდან გამოსულმა კი თქვა, რომ მას ტელევიზორი არ აქვს და სახალხო დამცველმა უკვე მიმართა ციხის ადმინისტრაციას, რომ მისთვის ტელევიზორი შეეტანათ.

მალევე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გააკეთა, რომ მელიამ ტელევიზორი ციხის მაღაზიაში უნდა იყიდოს.

„ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში.

ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას. ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა“.