ირაკლი ღარიბაშვილი: ,,მინდოდა, იმ ღამესვე დაეკავებინათ 200 თუ 300 ადამიანი”

ირაკლი ღარიბაშვილი: ,,მინდოდა, იმ ღამესვე დაეკავებინათ 200 თუ 300 ადამიანი'',,მინდოდა, იმ ღამესვე დაეკავებინათ ყველა, ვინც მონაწილეობდა იმ პროვოკაციაში”, – განაცხადა 20 ივნისის ღამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ,,TV პირველის” ეთერში. იმ პერიოში ის ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანის თამამდებობას იკავებდა.
-ნაცმოძრაობა ჩამოყალბდა ძალიან საშიშ ორგანიზაციად, ეს არის რადიკალური, ტერორიზმისკენ გადახრილი ორგანიზაცია ძალიან საშიში გამოვლინებებით. სახელმწიფო ვერ და არ დაუშვებდა ვერანაირ პრეცედენტს. ყველა ის პირი, ვინც ამ ძალიან საშიშ პროვოკაციაში მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი. მე ამის მომხრე ვარ. მე მომხრე ვიყავი და ვარ, იმავე ღამეს მომხდარიყო ყველას დაკავება, ვინც მონაწილეობდა იმ ბინძურ პროვოკაციაში, მათ შორის იმ აგრესიული 200 თუ 300 ადამიანის, – განაცხადა ღარიბაშვილმა.