ანზორ მელია: ,,ჩემი შვილის ოჯახს ყოველთვის მივხედავ, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს… მეცოდება ჩემი შვილი…”

ანზორ მელია: ,,ჩემი შვილის ოჯახს ყოველთვის მივხედავ, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს... მეცოდება ჩემი შვილი..."ნიკა მელიას ოჯახისთვის დღეს ურთულესი დღე იყო. მთელი დღე პირდაპირ ეთერში უყურებდნენ პარლამენტში გამართულ სხდომას, სადაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს იმუნიტეტი მოუხსნეს. ნიკა მელიას მამამ, კარდიოლოგმა, ანზორ მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა:

-იჭერენ არა იმისთვის, რომ ქურდობდა, ანდა ქრთამებს იღებდა, არამედ იმისთვის, რომ საქართველო ასე უყვარს. უნდა ვიამაყოთ ამით. გამსახურდია იყო ციხეში და მერაბ კოსტავა და კიდევ ბევრი პატრიოტი, ჩემი შვილი გამონაკლისი არ იქნება. მე მამა ვარ… მეცოდება ჩემი შვილი. მე ჩემს შვილს ყოველთვის დავუდგები გვერდით და ყოველთვის მივხედავ მის ოჯახს, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, თუ არადა ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს ,ყველაფერი კარგად იქნება… ვერაფერი ვერ მოუძებნეს ნიკას, მარტო გირაო მოუძებნეს, მე ამაყი ვარ, მე მამა ვარ, მე მშობელი ვარ. მეამაყება, რომ ასეთი შვილი მყავს, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის.

თავს არ ზოგავს, კი მეცოდება ძალიან, მაგრამ ამავე დროს მეამაყება, გრცხვენოდეთ თქვენც, ოცნების წევრებო, პარლამენტში რომ ისხედით დღეს, გავრილოვიჩებო, გავრილოვნებო, არ გრცხვენიათ? სად გაიზარდეთ, რომელ ოჯახში გაიზარდეთ, როგორ არ გრცხვენიათ, როგორ მიდიხართ სახლში და ცოლ-შვილს უყურებთ თვალებში.დადგება თქვენი დრო მალე და ნახავთ, რა დაგემართებათ. პარლამენტი კი არა, ჯოგი ხართ, ჯოგი შეყრილი მანდ.