ანზორ მელია: ,,შვილი იქ იყოს და მამამ და დედამ დაიძინოს? გამაგრდი, შვილო”

ანზორ მელია: ,,შვილი იქ იყოს და მამამ და დედამ დაიძინოს? გამაგრდი, შვილო"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ექიმი ან­ზორ მე­ლია შვილის დაკავებაზე ამბები.ჯი-სთან ამბობს:

– მთე­ლი ღამე გა­ვა­თე­ნეთ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, რო­გორ გგო­ნი­ათ, შვი­ლი იქ იყოს და მა­მამ და დე­დამ და­ი­ძი­ნოს? უია­რა­ღოდ იყ­ვნენ, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით და ნა­ხეთ, რო­გო­რი შტურ­მი მი­ი­ტა­ნეს ოფის­ზე. ამ­ხე­ლა შტურ­მი, ამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი და სპეც­რაზ­მე­ლი რაში სჭირ­დე­ბო­დათ? ეს სცე­ნა რაში სჭირ­დე­ბო­დათ? ან გა­ზის გაშ­ვე­ბა რაში სჭირ­დე­ბო­დათ?…

გუ­შინ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ ეს მოხ­დე­ბო­და და ამი­ტომ ტე­ლე­ვი­ზორს არ მოვ­შო­რე­ბი­ვარ. მე­უღ­ლეც ადევ­ნებ­და თვალს, ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით ამ ყვე­ლა­ფერს. ჩვენ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ვუ­გებთ და ვამ­ხნე­ვებთ ერ­თმა­ნეთს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ვი­ხიბ­ლე ნი­კას ქცე­ვით. როცა შე­ვიდ­ნენ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, ცალ­კე ოთახ­ში იყო ნიკა, გა­მო­ვი­და იქი­დან. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია, არც მო­წო­დე­ბა არ იყო, მშვი­დად გაhყ­ვა. იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. თვი­თონ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს ნი­კას.

გა­მაგრდი, შვი­ლო! ნიკა ვაჟ­კა­ცი და გმი­რია ნამ­დვი­ლად… მისი არა­სო­დეს შემ­რცხვე­ბა და ვი­ა­მა­ყებთ ყო­ველ­თვის ნი­კა­თი მე და მისი შვი­ლი.

ამბები.ჯი, ავტორი თეა ხურცილავა