,,ღამის სერენადებმა” საიუბილეო, მე-15 ფესტივალის დასკვნითი კონცერტი თბილისში გამართა. შემოქმედებითმა ჯგუფმა კლასიკური მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამით დატვირთული კონცერტები შესთავაზა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მუსიკოსებმა. ნინა ცაგარელი: -ძალიან გვიხარია, რომ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და ჩავატარეთ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ფესტივალი სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. კლასიკური მუსიკის კონცერტების პარალელურად, […]
კატეგორია: მოზაიკა
ყველამ დაივიწყა ვეტერანი ძაღლი, რომელიც ხალხს ემსახურებოდა – ალფა თავშესაფარში აღმოჩნდა
თურქეთის თუ შოვის ტრაგედიების დროს ყველამ ნახა სპეციალურად გაწვრთნილი მაშველი ძაღლები, რომლებიც ადამიანების ძებნის და გადარჩენის საქმეში იყვნენ ჩართული. მაშინ ყველა აზიარებდა მათ ფოტოებს ბევრი გულით, თბილი კომენტარებით, ახლა კი ერთ-ერთი მათგანი, ვეტერანი ძაღლი, სახელად ალფა, თავშესაფარშია მიტოვებული. ,,თავშესაფრიდან ჩუქდება ძალიან ჭკვიანი ხვადი გერმანული ნაგაზი. 6 წლის. სახელად ალფა. ის მსახურობდა სახელმწიფო სამსახურში და ბევრი […]
ვაკანსია – ხელფასი 700 ლარიდან
დაცვის კომპანია ,,მაგისტრი” აცხადებს ვაკანსიას მცველის პოზიციაზე. ,,მიიღე დამატებითი შემოსავალი მცველის პოზიციაზე, 700 ლარიდან, გრაფიკის და გამოცდილების შესაბამისად. ობიექტის დასახელება: ავტომობილების შოურუმი. ობიექტის მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი. დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ ტელ: 577310300, დაცვის კომპანია ,,მაგისტრი”.
,,კავკასიური პოეზია სხვანაირად ძარღვიანია” – ანაკლიაში კავკასიური პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
22-23-24 სექტემბერს ანაკლიაში ტრადიციულად კავკასიური პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით იქნება გამორჩეული. მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მომღერლები, ეთნოგრაფიული ანსამბლები და, რა თქმა უნდა, კავკასიაში მცხოვრები პოეტები. ტრადიციისამებრ, ჩერქეზთა გენოციდის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ მონაწილეები. მერაბ ჩუხუა, ჩერქეზულ (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორი: -ეს ფესტივალი კავკასიის ერთიანობის იდეას ახმოვანებს. კავკასიური პოეზია სხვანაირად ძარღვიანია. წარმოდგენილი იქნება არაერთი გამოცემა, […]
ანკა ვასაძე: ,,სამი დღეა, საკუთარ პანაშვიდს ვესწრები” – სერიალის გმირის დაღუპვამ მაყურებელი აღაშფოთა
სერიალმა ,,სიყვარულს მიღმა” ხალხი ახალი სეზონის პირველივე სერიის შემდეგ აალაპარაკა. მსახიობ ანკა ვასაძის გმირს მანქანა ეჯახება და კვდება. პირველივე სერია სწორედ პანაშვიდის სცენებით, ძალიან დრამატულად დაიწყო. მაყურებელი საყვარელი გმირის დაღუპვამ იმდენად აღაშფოთა, რომ ზოგი რეჟისორს წყევლის, ზოგი – სცენარისტს, მოკლედ, კრიტიკა არ წყდება. ,,თქვენ ამოწყდით, რატომ მოკალით მარი?”, ,,რატომ გადაწყვიტეთ, რომ ანკა მოგეკლათ? თან პირველივე […]
,,მე ახლა სახლში 83 წლის ქალიშვილი მყავს და მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომცა საშუალება დედას დაისი ბედნიერი გავხადო”
,,დედაჩემი ჩემთან წამოვიყვანე საცხოვრებლად. სამუდამოდ. წინასწარ არ გადამიწყვეტია არაფერი. უბრალოდ ერთ დღეს, ერთი პარკით. პარკში – კოლგოტკები, საშინაო ჩუსტები წარწერით: ”საუკეთესო ბებიას”(ჩემი შვილების ნაჩუქარი), თბილი ხალათი, ღამის პერანგი და რატომღაც ბალიშისპირი. დედამ თვითონ ჩაალაგა თავისი პირადი ნივთები. ახლა, ჩემს სახლში, უკვე სამი კვირაა, ოთხი წლის მოხუცი გოგონა ცხოვრობს. გამხდარი, თოვლისფერი თმით, წვივებთან ჩაჩაჩული “კოლგოტკებით”. ის […]
,,მხოლოდ უფლისა და თქვენს იმედად ვართ, ჩემო ძვირფასებო” – ძალიან გამორჩეულ გოგოს საზოგადოების თანადგომა სჭირდება
არიან ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, მათზე არც წერენ და არც ხმამაღლა საუბრობენ, მაგრამ ქვეყნისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ – უჩუმრად, უხმაუროდ. სწორედ ასეთ ,,უჩინარ” გოგოს დღეს ჩვენი თანადგომა სჭირდება დაავადებასთან ბრძოლაში – ეფემია წიკლაურს. ის საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომელია. მტვრიან, სიძველისგან გაყვითლებულ დოკუმენტებს აარქივებს, რომ ქვეყანას შემოუნახოს. ეფემია სხვადასხვა დროს სტატიებს აქვეყნებდა ,,გუმბათსა” და ,,სარკეში”. „ჩემო […]
სამი ქალაქის „ღამის სერენადები“
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს მეთხუთმეტედ იმართება. ფესტივალს სამი ქალაქი – ბორჯომი, ბათუმი და თბილისი მასპინძლობს. ტრადიციულად, „ღამის სერენადების“ კონცერტებზე მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსები ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ. ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი, ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი, გიორგი ისაკაძე. ფესტივალმა სტარტი ბორჯომიდან აიღო, შემდეგ ბათუმში გაგრძელდება და დასკვნითი […]
,,უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან” – ,,ნიკორა” განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ნიკორას“ წარმოებულ „კიევურ კოტლეტში“ სალმონელას ჩხირები აღმოჩნდა და 8 მომხმარებელს დაუდასტურდა სალმონელა. ,,ნიკორას” თქმით, ამ პროდუქტით სულ რამდენიმე ფილიალი მარაგდებოდა და მყისიერი რეაგირება მოხდა. ,,კომპანია ,,ჯეო დისტრიბუციის“ ქათმის ფილე ,,გრაკო” – „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი გახდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის […]
თეა გოდოლაძე: ,,ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები!”
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, რომ ხელისუფლებამ მისი შანტაჟი დაიწყო პირადი ცხოვრებით, რათა გაჩუმდეს და შოვის ტრაგედიასა და კიდევ ბევრ პრობლემურ საკითხზე აღარ ილაპარაკოს. ,,საზოგადოებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ! ,,რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ ასპექტებზე მიმართეთ ჩემს ადვოკატებს – ლიკა ბითაძესა და ორგანიზაცია […]











