,,მართაც პალიატიურ მზრუნველობას იღებდა ესპანეთში, მადლიერი ვარ იმ ექიმების და ექთნების, ვინც ბოლო დღეები გაგვილამაზეს, ტკივილი დაგვიამეს და ციცინათელების გზაზე ერთად გავაცილეთ მართა” – 14 ოქტომბერი პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის საერთაშორისო დღეა

,,მართაც პალიატიურ მზრუნველობას იღებდა ესპანეთში, მადლიერი ვარ იმ ექიმების და ექთნების, ვინც ბოლო დღეები გაგვილამაზეს, ტკივილი დაგვიამეს და ციცინათელების გზაზე ერთად გავაცილეთ მართა" - 14 ოქტომბერი პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის საერთაშორისო დღეა14 ოქტომბერი პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით ფეისბუქპოსტს აქვეყნებს მარიამ მითაიშვილი, რომელმაც პატარა მართასთან ერთად განსაცდელებით სავსე გზა განვლო.
,,დღეს, 14 ოქტომბერს პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისის საერთაშორისო დღე ყოფილა! იმ ადამიანების დღე, ვინც ამ ზრუნვას ჩუქნის ბავშვებს ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა/Firefly World.
სულ მინდა ხოლმე, რაღაც მეტი გავაკეთო მათთვის, ამიტომ ასე სპონტანურად მინდა 2023 წლის 14 ოქტომბრიდან ეს დღე ჩემი მართას სახელით, ჩემი მეგობრებისა და ოჯახისთვის კიდევ ერთი ქველმოქმედების დღედ იქცეს. მართაც სწორედ პალიატიურ მზრუნველობას იღებდა ესპანეთში. სიტყვებით ვერ აღვწერ, რამხელა მადლიერებას განვიცდი იმ ექიმების და ექთნების მიმართ, ვინც მართას და ჩვენ ბოლო დღეები გაგვილამაზეს, ტკივილი დაგვიამეს და ცისარტყელის, ციცინათელების გზაზე ერთად გავაცილეთ მართა.
მიმდინარე წლის გზავნილია: „ერთად პალიატიური მზრუნველობისთვის“.
პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვას, მათი ტანჯვის შემსუბუქებას, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ოჯახის წევრების მხარდაჭერას რთულ პერიოდში.
ერთად ჩვენ უკვე ბევრი რამ შევძელით! ჩვენ, ყველა ერთად, გვერდში უნდა ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, მათ მშობლებსა და ახლობლებს და დავეხმაროთ გაძლიერებაში.
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შექმნას პალიატიური მზრუნველობის სტრატეგია, განავითაროს პალიატიური მზრუნველობის მომსახურება და მხარი დაუჭიროს ტკივილგამაყუჩებლების ხელმისაწვდომობას იმისთვის, რომ ადამიანს არ სტკიოდეს.
ყოველივე ამის შემდეგ უკვე თამამად ვიტყვით, რომ ვართ „ერთად პალიატიური მზრუნველობისთვის“!
ვისაც გაქვთ სურვილი, ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე შევაგროვებთ თანხას დღის ბოლომდე, ხოლო ხვალ (რადგან ყველა ჩარიცხვა აისახება ხვალისთვის) მთლიანი თანხა #მართასსახელით გადაერიცხება ჰოსპისს “ციცინათელების ქვეყანა”. ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ სტკიოდეს!” – წერს მარიამ მითაიშვილი.
ანგარიშის ნომერია:
GE12TB7226336080100009