,,პუტინი მოკვდა, ექიმები ბლოკირებული არიან ოთახში და მათ გარეთ არ უშვებენ” – რა ინფორმაცია ვრცელდება ტელეგრამარხებზე

,,პუტინი მოკვდა, ექიმები ბლოკირებული არიან ოთახში და მათ გარეთ არ უშვებენ" - რა ინფორმაცია ვრცელდება ტელეგრამარხებზერამდენიმე საათია, რაც აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიკვდილის შესახებ. ამის შესახებ ტელეგრამარხებიც იუწყებიან.

,,ვიცი, რომ ძალიან ბევრჯერ ,,გაიმაზა” ეგ ამბავი, მაგრამ ეს მაინც იყოს აქ: ტელეგრამ არხი Генерал СВР წერს, რომ ვლადიმირ პუტინი თავის რეზიდენციაში დღეს, ცოტა ხნის წინ მოკვდა, ხოლო ექიმები, ვინც რეანიმაციის უშედეგო მცდელობების შემდეგ სიკვდილი დააფიქსირეს, ბლოკირებული არიან ოთახში და მათ გარეთ არ უშვებენ. პუტინის ორეულებს გაუძლიერეს დაცვა, ამ მოქმედებებს კი პატრუშევი ხელმძღვანელობს. ამავდროულად, ცხადია, რომ პუტინის ორეულის გასაღება პუტინად უკვე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა. ვიმეორებთ, ეს არის საკმაოდ პოპულარული და ინფორმირებული ტელეგრამ არხის ინფორმაცია…” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

წლებია, რაც იწერება, რომ პუტინს სიმსივნის დიაგნოზი აქვს და ყველგან, სადაც დადის, ექიმების ჯგუფი მუდმივად დაჰყვება.

,,თუ ტყუილია, ეს იქნება ყველაზე სასიამოვნო ტყუილი”, ,,ამოისუნთქებს მსოფლიო…” – წერენ სოციალურ ქსელებში.

,,პუტინი მოკვდა, ექიმები ბლოკირებული არიან ოთახში და მათ გარეთ არ უშვებენ" - რა ინფორმაცია ვრცელდება ტელეგრამარხებზე