Divine _ ქალღმერთების სუნამო

Divine _ ქალღმერთების სუნამოპარფიურმერულმა ქსელმა „ისი პარიმ“ 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ჟან პოლ გიტიესგან საზოგადოებას რესტორან „თეატრში“ წარუდგინა. ღონისძიება პრესისა და მედიისთვის გაიმართა. მას ინფლუენსერები და ბლოგერებიც დაესწრნენ. სუნამო Divine-ის  პრეზენტაცია ნამდვილი ქალღმერთებით იყო შთაგონებული.

სტუმრების მოსვლასთან ერთად ნამდვილი ოქროსფერი დღესასწაულიც დაიწყო. მიღებაზე სტუმრებმა ჟან პოლ გოტიეს ახალი არომატის დამახასიათებელი კორსეტიც მოირგეს და მხიარული ფოტოებიც გადაიღეს. შემდეგ არომატით შთაგონებული კოქტეილებიც დააგემოვნეს და საღამოს მთავარი შოუს დაწყებამდე ოქროსფერი მაკიაჟითაც შეიმოსნენ.

მიღების შემდეგ დადგა გასაოცარი ვახშმის დროც. ვახშამი პერფორმანსებითა და მოცეკვავეების შოუებით წარიმართა. საღამოს ყველა დეტალში იგრძნობოდა ახალი არომატის Divine-ის კონცეფცია.

საოცარი და ექსტრავაგანტური შოუს დასრულების შემდეგ ღვთაებრივი სუნამოს გაცნობის დროც დადგა და დაიწყო პრეზენტაცია, რომელიც „ისი პარის“ პიარისა და კონტენტის მენეჯერმა, ლინა ქალდანმა, წარმართა. პრეზენტაცია დაიწყო შთამაგონებელი აქტივობით, რომელიც ხაზს უსვამდა ქალის მნიშვნელობასა და საკუთარი თავის შეგრძნებას ისეთად, როგორებიც სინამდვილეში არიან.

ჟან პოლ გოტიე ყოველთვის აღმერთებდა ქალს და არც ახლა აღმოჩნდა გამონაკლისი. ახალი არომატი Divine ქალების ავთენტურობით, ძლიერი ხასიათით, თავისუფლებით და დავდაჯერებულობით იყო შთაგონებული.

„გოტიესს სამყაროში ქალები ქალღმერთებად ცხოვრობენ“ _ ეს ახალი სუნამოს სლოგანია. Divine _ ეს გახლავთ ამ სრულიად განუმეორებელი, მზიანი სუნამოს წყლის ეფექტი, რომელიც კანთან შეხებისთანავე ვლინდება. ყვავილოვანი და ტკბილი, მარილიანი ზღვის ელემენტებით, რომელიც განუმეორებელმა პარფიუმერმა, კვენტინ ბიშმა,  შექმნა.

სუნამო გახლავთ ვეგანური, ცხოველებზე ტესტირების გარეშე, 90%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან შედგება. მასში ორი აკორდის თხევადი და მგრძნობიარე ურთიერთობა იგრძნობა, ყვავილოვანი და გურმანული, გარდამავალი მარილიანი ნოტებით… სუნამოში იგრძნობა თეთრი ყვავილების თაიგულში გამოვლენილი შროშანის ვნებაც, რომელსაც იდეალურად ათქვეფილი მერინგეს სიტკბო უერთდება. ასევე უპრეცედენტო დამოკიდებულება, ზღვიდან მონაბერი ქარის მარილიანი კონტრასტები, რომელთა გურმანული ნოტებიც ჭამის სურვილს აღძრავენ, თითქოს თავბრუდამხვევ მოგზაურობაში ხარ.

სიურპრიზებით სავსე, მათრობელა, თვალისმომჭრელი, უბრალოდ ღვთაებრივი _ Divine. ასეთი შთაბეჭდილება და ემოციები მიიღეს სუნამოს გაცნობისას სტუმრებმა.

Divine _ ქალღმერთების სუნამოDivine _ ქალღმერთების სუნამო