,,რობაი და როიალი” – ბათუმი სალონურ საღამოს უმასპინძლებს

,,რობაი და როიალი" - ბათუმი სალონურ საღამოს უმასპინძლებს ,,რობაი და როიალი” –  ამ სახელწოდების სალონურ საღამოს 10 ოქტომბერს უმასპინძლებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. ცნობილი პოეტის, რობაისტ ელგუჯა მარღიას რობაიებიებს თავად პოეტი წაიკითხავს. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს პიანისტი თამაზ ნიკოლაიშვილი.
ელგუჯა მარღია:
– ეს იქნება პოეზიის და მუსიკის ერთობლიობა. ძალიან უხდება რობაის როიალის ჰანგები. შესანიშნავმა მუსიკოსმა, ბათუმის კოლორიტმა, თამაზ ნიკოლაიშვილმა, ამ იდეას ხორცი შეასხა. ვფიქრობ, საღამო საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვა.
მადლობა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორს მხარდაჭერისთვის.
თამაზ ნიკოლაიშვილი:
– იდეა უდაოდ მომეწონა. ელგუჯას პოეზიას კარგად ვიცნობ, მისი რობაიები იუველირის ნამუშევარია, ასე ვიტყოდი გადაუჭარბებლად. ეს სალონური საღამო მართლაც დაამშვენებს ბათუმს, ხელოვნების და სიყვარულის ქალაქს.