კუპატამ დაგვტოვა – ,,გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა”

კუპატამ დაგვტოვა - ,,გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა"კუპატა – ამ სახელით გაიცნეს უთბილესი ძაღლი არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებგარეთაც. ბათუმში უამრავი ტურისტი მიდიოდა მასთან ფოტოების გადასაღებად. ვიდეო, სადაც კუპატას ბავშვები უსაფრთხოდ გადაჰყავს გზაზე, ბევრმა უცხოურმა ტელეკომპანიამ აჩვენა. დღეს ფეისბუქგვერდმა ,,Lovely Kupata. კუპატა” სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა:
,,ლეგენდარულმა კუპატამ თითქმის 10 წლის შემდეგ, დაგვტოვა… ჩვენი პატარა მეგობარი სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე ყველას თავი შეაყვარა. ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული კი ბევრად ადრე დაიწყო…
ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ კუპატას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელსაც დიდხანს ვებრძოდით… გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა. მადლობა თქვენ, კუპატას ერთგულ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. კუპატამ დიდი სიყვარული და ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა”.