„სარკე“ „სარკემ“ შეკრიბა მოგონებები ქალზე, რომელმაც ქართულ თეატრალურ სივრცეში არა მხოლოდ პროფესიული კვალი დატოვა, არამედ მთელი თაობების აზროვნება, გემოვნება და დამოკიდებულება ჩამოაყალიბა. ეს გახლდათ ეთერ გუგუშვილი _ თეატრთმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი. 24 დეკემბერს მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ მისი სტუდენტები, მსახიობები, რეჟისორები… „სარკის“ ახალ ნომერში […]
კატეგორია: მოზაიკა
„ედუარდ შევარდნაძე ყვიროდა, ოღონდ ეს ქალი მომაშორეთ და „სპარტაკი“ კი არა, ყველა კინოთეატრი გადაეცითო“
ციალა გურგენიძე: „გაჭირვებამ ოცნებაზე უარი მათქმევინა”
როგორ გადაიღეს ცუცას და ქეთო ყარაულაშვილის როლებში, როგორ გადაურჩა ბავშვობაში ჩამოხრჩობას და რატომ არ ელაპარაკებოდა მამა 10 წელი კომიკოს მსახიობს
„სარკე“ „სარკის“ ოქროს არქივში ინახება ინტერვიუ იმ მსახიობთან, რომელსაც ყოველ ახალ წელს ტელეეკრანზე გურამ პატარაიას გენიალურ კინოკომედია „კუჩხი ბედინერში“ ვუყურებთ. საქართველოში ახალი წელი ისე არ დგება, ეს ფილმი არ აჩვენონ. მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი, ცუცა, ფილმის გასვლის დღიდანვე პოპულარული გახდა. შემდეგ კი ფილმში „სიყვარული ყველას უნდა” ქეთო ყარაულაშვილის როლი ითამაშა. მუსკომედიის სცენაზე კი 200-მდე როლი […]
მამა აკაკის ცხოვრების გზა და უკანასკნელი დღეები
მოძღვარი, რომელიც კვეთებულის ლოცვით სასწაულებს ახდენდა, ტაძრის ეზოში მის მიერ დარგული ხის ძირში დაკრძალეს
„სარკე“ „სარკის“ არქივში ინახება უნიკალური ინტერვიუ მეტეხის ტაძრის წინამძღვარ მამა აკაკი მელიქიძესთან, რომელშიც ის ყვება, თუ როგორ, რა ვითარებაში დაიწყო კვეთებულის ლოცვების კითხვა. „ბევრი სირთულე ახლდა ამ ამბავს. პირდაპირ ეშმაკების შემოტევას ჰგავდა. ღვთის მადლით გავართვი თავი და ბევრიც გამოკეთდა“, _ გვითხრა მამა აკაკიმ. სამწუხაროდ 20 დეკემბერს ეს განსაკუთრებული მადლის მქონე მღვდელი გარდაიცვალა… მისი მოღვაწეობასა და […]
„ნინო რამიშვილს არ მოსწონდა ჩემი და თენგიზის ასეთი გატაცება ერთმანეთით, ანსამბლში ეს აკრძალული იყო”
რას უყვებოდა ინგა თევზაძე „სარკეს“ თავის დიდ სიყვარულსა და ლეგენდარულ ოჯახზე
„სარკე“ 24 დეკემბერს ქართველი მოცეკვავეების გამორჩეულ თაობას ნამდვილი ვარსკვლავი გამოაკლდა. ინგა თევზაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქართული ნაციონალური ცეკვების ლეგენდების, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის, ერთადერთი ვაჟის, თენგიზ სუხიშვილის, ცოლი გახლდათ. „სარკის“ არქივში ინახება მისი ინტერვიუ, რომელიც იმ დროს არის ჩაწერილი, როცა მისი ოჯახიდან უკვე წასული იყვნენ ძვირფასი ადამიანები, მაგრამ ქალბატონი ინგას გვერდით იდგა […]
„გამიფრინდა ჩემი ბედნიერება“ – ანრი ჯოხაძეს დედა გარდაეცვალა
კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. „გამიფრინდა ჩემი ბედნიერება. მიყვარხარ, დედა“, – დაწერა მუსიკოსის შვილმა, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ. „დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა… წავიდა ადამიანი, რომელმაც გამზარდა, დამიცვა, მასწავლა, როგორ უნდა გიყვარდეს უანგაროდ და როგორ აკეთო სიკეთე ჩუმად, გულით. ჩემი ბებიკონა იყო ჩემი სიმშვიდე, ჩემი სიცილი, ჩემი ბავშვობა და ჩემი ძალა. მის ხელებში ყველაფერი უსაფრთხო იყო, […]
ნათია თოდუა: „ფიქრებით სულ აფხაზეთში ვარ, ჩემს ნაბაკევში”
„სარკე“ მომღერალ ნათია თოდუას ყველაზე დიდი ოცნება ყოველ წელს მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნებაა. ის ევროპაში წარმატებული მომღერალია, ბევრს მოგზაურობს ოჯახთან ერთად, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მისთვის დედამიწაზე ერთი ადგილია _ აფხაზეთი, ადგილი, სადაც დაიწყო ოცნება, რომელსაც დღეს მუსიკით უყვება სამყაროს. ნათია „სარკესთან“ თავის ბავშვობას იხსენებს: _ აფხაზეთში მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო ძლიერი გამხადა და მასწავლა ფასი მშვიდობის, […]
„ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ მოინდომა თეატრში თამაში, სიცოცხლე აღარ უნდოდა“
გია ფერაძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა
„სარკე“ გია ფერაძემ თეატრსა და კინოში 40-მდე როლი შექმნა. ერთმა ტრაგიკულმა დღემ კი მისი ბედნიერი ხანა სევდით და ტკივილით შეცვალა. უბედური შემთხვევა _ იარაღიდან გასროლა, რომელსაც მისი მეუღლე ემსხვერპლა, საბჭოთა მართლმსაჯულებამ განზრახ მკვლელობად ჩათვალა… უნიჭიერესი მსახიობის ჯანმრთელობა საბჭოთა კავშირის უმკაცრეს საპყრობილეებში ჩაიფერფლა. წელს, 20 დეკემბერს, გია ფერაძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. მსახიობის ძმა, ილია ფერაძე, […]
ეკა კვარაცხელია: „ცეცხლოვანი ცხენი სიმართლისთვის იბრძვის და არაფრის ეშინია“
რას გვირჩევს საახალწლოდ ფენ შუი
„სარკე“ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა და რადგან ამ დროს ადამიანების დიდ ნაწილს ხშირად უჩნდება კითხვები _ რომელ რიცხვებში უნდა მორთონ ნაძვის ხე, რომელ მხარეს უნდა დადგან ის ან საახალწლო სუფრაზე რა უნდა იდოს და ა.შ., „სარკემ“ პასუხების მისაღებად აღმოსავლური მეტაფიზიკისა და ფენ შუის პრაქტიკოს სპეციალისტს, ეკა კვარაცხელიას, მიმართა. ეკა კვარაცხელია: აღმოსავლური შეხედულების თანახმად, […]
პატარა კახის მეფობის შავი ლაქა – სასტიკი განაჩენი, რომელსაც ერეკლე II მთელი ცხოვრება ნანობდა
„სარკე“, ლიკა ოსაძე მონარქიას ყველგან და ყოველთვის თან სდევს სისხლის ლაქები, ინტრიგები, გაუგონარი სისასტიკე. სამწუხაროდ, ამ მხრივ, არც საქართველო იყო გამონაკლისი. ტახტისთვის ბრძოლა დაუნდობელი იყო და არც ძმათამკვლელი ომი იყო იშვიათობა. ქართველთა საყვარელი მეფის, ერეკლე II-ის ცხოვრებასაც ერთი დიდი შავი ლაქა გასდევს, რომელსაც თურმე პატარა კახი სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა. ეს სამარცხვინო ისტორია კი ასე დაიწყო. […]
გოგი ქავთარაძე თავის შეცდომებზე წიგნის დაწერას აპირებდა
რას ნანობდა და რა ენატრებოდა ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე
„სარკე“ „დავიწყე მუშაობა წიგნზე „შეცდომები”. შეცდომები გარდაუვალია. შემდეგ ვცდილობთ, გამოვასწოროთ, მაგრამ ზოგჯერ გამოგვდის, ზოგჯერ – არა. კარიერის კუთხითაც ბევრი შეცდომა დავუშვი. 120-მდე სპექტაკლი დავდგი. არ ვამბობ, რომ ყველა თანაბრად კარგი იყო. სპექტაკლების დროსაც დამიშვია შეცდომები“, – უთხრა რეჟისორმა და მსახიობმა, გოგი ქავთარაძემ „სარკეს“ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. ის 5 წლის წინ, დეკემბრის თვეში, 80 წლის […]











