კატეგორია: გულახდილი

„ძველი შეყვარებული მესიჯს მიფრიალებს, სადაც ვწერ, რომ ქმარი არ მიყვარს”

„ძველი შეყვარებული მესიჯს მიფრიალებს, სადაც ვწერ, რომ ქმარი არ მიყვარს"

„სარკე“ საშიშ სიტუაციაში ვარ. მგონია, რომ ადამიანების ჯგუფმა პირი შეკრა და ყველას ერთად ჩემი გაუბედურება, ჩემი ოჯახის დანგრევა სურს. არ ვიცი, ასე რატომ გადამემტერენ. ერთადერთი, რაც შეიძლება ამის მიზეზი იყოს, ეს არის შური, თორემ მე მათთვის არაფერი დამიშავებია. მყავდა შეყვარებული, რომელიც მიყვარდა, მაგრამ მასთან ურთიერთობა ვერ გავაგრძელე, რადგან ძალიან ცუდად იქცეოდა. ურთიერთობის დასაწყისში თითქოს ყველაფერი […]

„შვილები თაკილობენ, ნამცხვრების ცხობა რომ დავიწყე”

„შვილები თაკილობენ, ნამცხვრების ცხობა რომ დავიწყე"

„სარკე“ მე ვცხოვრობ პატარა ქალაქში, რომელიც ძალიან მიყვარს. აქ დავიბადე და გავიზარდე, ორი შვილიც აქ გავზარდე; აქ შემიყვარდა ბევრი წლის წინ, აქ შევქმენი ოჯახი და მე და ჩემმა ქმარმა სიყვარულით გავიარეთ წლები. ჩემი ტკივილიც აქაურობას უკავშირდება. აქედან მივაბარე მიწას ქმარი და ძმა. ეს ისეთი ტრაგედიაა, რომელსაც ვერც წლები მოერია, ვერც მე მოვერიე, ვერც ვერაფერმა ჩაანაცვლა […]

„მძახლები მას შემდეგ შემიყვარდნენ, რაც ვნახე, ჩემი შვილის სიცოცხლისთვის როგორ იბრძოდნენ”

„მძახლები მას შემდეგ შემიყვარდნენ, რაც ვნახე, ჩემი შვილის სიცოცხლისთვის როგორ იბრძოდნენ"

„სარკე“ ძალიან მინდა, ეს წერილი თქვენს ჟურნალში მოხვდეს! ადამიანები ხშირად ვცდებით, როცა ერთმანეთს ერთხელ წამოსროლილი ცუდი სიტყვების, მოქმედებების გამო ვაფასებთ და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება მათში ბაჯაღლო გული იმალებოდეს. ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვამბობ. ძალიან შევცდი, როცა არ მოვითმინე და მძახლებს გული ვატკინე. ვერ გავთვალე და ვერ გავიაზრე ის, რომ შეიძლება იმ მომენტში […]

,,რძალმა შვილი წამართვა და უცხოეთში გადახვეწა”

,,რძალმა შვილი წამართვა და უცხოეთში გადახვეწა”

,,სარკე” შვილი მენატრება! 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი. გოგოს შემდეგ ვაჟი რომ შემეძინა, ჩემი ქმარი სიხარულით გადაირია. ბავშვს საწოლში რომ ვაწვენდი, ის აიყვანდა ხოლმე ხელში და გულზე იწვენდა. ახლაც ამბობს, ჩემს მკერდზე მყავს გაზრდილიო და მართლაც ასეა. მერე ისე შეეჩვია მამამისის გულზე წოლას, არც იძინებდა, სანამ არ ჩაეხუტებოდა. ჩვენი სიბერის შვილიო, ასე ვეძახდით. და-ძმას […]

„დედაჩემის ბრალია, რომ კლასელებმა ჩემი ნაწერები წაიკითხეს”

„დედაჩემის ბრალია, რომ კლასელებმა ჩემი ნაწერები წაიკითხეს"

„სარკე“ გამარჯობა! მე 14 წლის გოგო ვარ და აღარ მინდა, სკოლაში ვიარო, რადგან კლასელების მრცხვენია. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ დედაჩემმა ძალიან იმეტიჩრა. აღარ იცის, როგორ შემავიწროვოს. დიახ, სწორედ მისი ბრალია, რომ კლასელებმა ჩემზე რაღაც-რაღაცები გაიგეს. ერთ ადგილას არაფერს მიჩერებს, ყველა ჩემს ნივთს ათვალიერებს. მის უჩუმრად ვერაფერი გამიკეთებია. სკოლიდან რომ მოვდივარ, ჩემს ჩანთას ქექავს, წიგნებს […]

„ახლაც ყურში ჩამესმის მამის სიტყვები – იმ მათხოვარს ცოლად არ გაჰყვებიო”

„ახლაც ყურში ჩამესმის მამის სიტყვები - იმ მათხოვარს ცოლად არ გაჰყვებიო"

„სარკე“ ახლახან გავიგე, რომ ჩემი ერთი ნათესავი შვილს გათხოვებას აძალებს. გოგო ტირის, მშობლებს ეუბნება, არ მინდაო, მაგრამ ისინი მაინც თავისას არ იშლიან. ამან ისე გამამწარა, მივედი და თავს უფლება მივეცი, ნათესავისთვის მეთქვა, რომ ცუდად იქცევა. ძალიან გაბრაზდა, მითხრა, ჩემი ოჯახის საქმეში არავის ჩავრევო. წამოვედი, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ. მინდა, ყველა მშობელს ვუთხრა, რომ შვილების ცხოვრებაში […]

„ქმარს ბარგი ჩავულაგე და ლიფტთან დავულაგე, რადგან მამაჩემის შეურაცხყოფა არ ვაპატიე”

„ქმარს ბარგი ჩავულაგე და ლიფტთან დავულაგე, რადგან მამაჩემის შეურაცხყოფა არ ვაპატიე"

იცით, როგორი მშობლები მყავს? ერთი ადამიანი რომ ვერ იტყვის, ცუდი გამიკეთესო. ყველა, ვინც კი მათ იცნობს, მეუბნება, რომ საუკეთესო დედ-მამის შვილი ვარ. მათი ეს სიკეთე და სახელი ბავშვობიდან ყველგან დამყვება. მამაჩემი არის საოცრად ძლიერი ადამიანი, მაგრამ უზომოდ მშვიდი. ფინანსურად ყოველთვის მყარად იდგა ფეხზე, ყველას ხელს უწვდიდა და ეხმარებოდა, მაგრამ ეს ურთიერთობებზე არ აისახებოდა, არავის აყვედრიდა […]

„დედამთილმა მზითევი კატეგორიულად მომთხოვა”

„დედამთილმა მზითევი კატეგორიულად მომთხოვა"

„სარკე“ ქუთათურები რომ ძალიან საყვარელი, თბილი ხალხია, ამაში ყველა დამეთანხმება. ბებიაჩემი – მამის დედა, იქაურია, ამიტომ არდადეგები დამეწყებოდა თუ არა, მაშინვე მასთან გავრბოდი. ერთი სული მქონდა, ქუთაისს როდის ვნახავდი. ხშირად ვამბობდი, თბილისზე მეტად მიყვარს-მეთქი. შეყვარებულიც იქ მყავდა და ამ ქალაქის სიყვარულს ეს უფრო მიმძაფრებდა. ერთი სიტყვით, ჩემი საუკეთესო მოგონებები საქართველოს მეორე დედაქალაქს და ქუთათურებს უკავშირდება. […]

„დედამთილმა ჩემი და ჩემი ქმრის საწოლები ცალ-ცალკე დადგა!“

„დედამთილმა ჩემი და ჩემი ქმრის საწოლები ცალ-ცალკე დადგა!“

,,სარკე” ჩემი ცხოვრება ძალიან დამძიმდა. მაზლს ვალები დაედო, სახლი გაყიდა და პატარა ბინა გირაოთი აიღო. დედამთილი, რომელიც მანამდე მასთან ცხოვრობდა, ჩვენთან გადმობარგდა. ჩვენგან შორს რომ იყო, არ მაწუხებდა, მაგრამ მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება საშინელება აღმოჩნდა. კოშმარი იმ წუთიდანვე დაიწყო, რა წუთშიც თავისი ბარგი-ბარხანა ჩვენს სახლში შემოიტანა და დააწყო. ჩემი სახლის დიასახლისი მაშინვე ის გახდა. […]

„ყოფილი ქმრის ცოლი, რომელსაც ცუდი დიაგნოზი დაუსვეს, არ მებრალება“

„ყოფილი ქმრის ცოლი, რომელსაც ცუდი დიაგნოზი დაუსვეს, არ მებრალება“

„სარკე“ რასაც ახლა დავწერ, არ დამიწყოთ გაკრიტიკება და მორალის კითხვა, ასე და ისე არ შეიძლებაო. მე ისე გამამწარეს, არავის დავინდობ, ვინც აწი გზაზე გადამეღობება. ვისწავლე, რომ თურმე არავის უნდა დაუთმო, ასი თვალი და ყური უნდა გქონდეს გამობმული, რომ არავინ დაგიბრიყვოს. ახლახან გავიგე, რომ ჩემი ყოფილი ქმრის ცოლს საშვილოსნო ამოაჭრეს ცუდი დიაგნოზის გამო. ის ადამიანები, ვინც […]