თბილისში ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯის” დაჯილდოების ცერემონია ანშლაგით ჩატარდა

თბილისში ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯის" დაჯილდოების ცერემონია ანშლაგით ჩატარდა21 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა ლიტერატურულ კონკურს – ფესტივალ „ქუჯის” რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონია, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ქუჯი” დაარსდა 2019 წელს. ფესტივალში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს 200-მდე, როგორც ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი ავტორი. ფესტივალი ტარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (მარტვილი, თბილისი, ზუგდიდი) და ემსახურება თანამედროვე ლიტერატურისადმი საზოგადოების ინტერესის გაღვივებას, როგორც ღვაწლმოსილ შემოქმედთა როლის წარმოჩენა – დაფასებას, ასევე ახალგაზრდა ავტორების გამოვლენას კონკურსის ფორმატში. პროექტი ყოველწლიურად ვითარდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება, საზოგადოების ინტერესთან ერთად გაიზარდა ნომინაციების რიცხვი და შემოქმედთა ჩართულობა, რამაც ფესტივალი უფრო მასშტაბური და პრესტიჟული გახადა.

თბილისში ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯის" დაჯილდოების ცერემონია ანშლაგით ჩატარდა

ფესტივალ „ქუჯის“ დამფუძნებლები არიან: ილია ერქვანია, ნანა კვაშილავა, ბესიკ გვაზავა, დალი ჯორბენაძე.

ჟიურის წევრებმა წელს ოთხ ნომინაციაში გამოავლინეს გამარჯვებულები: „ერთი ლექსი“,
„წლის საუკეთესო დებიუტი“, „წლის საუკეთესო პოეტური კრებული”, „საუკეთესო პროზაული კრებული”.

ჟიურის თავმჯდომარე იყო რაულ ჩილაჩავა – მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.

ჟიურის წევრები: მანონ ბულისკერია (ფილოლოგი, პოეტი, მხატვარი), გიორგი კეკელიძე (ფილოლოგი, მწერალი, დოქტორანტი), ელგუჯა მარღია (პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი), ივანე მჭედელაძე (ფილოლოგიის დოქტორი), ზოია ცხადაია (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი), თამაზ ხმალაძე (მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი), გიორგი ხორბალაძე (პოეტი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი).

გამარჯვებულები:

ნომინაცია „ერთი ლექსი”

პირველი პრემია – მელანო ზუკაკიშვილი;
მეორე პრემია – მირანდა ერისთავი;
მესამე პრემია – გიორგი გულუა.

ნომინაცია „წლის საუკეთესო დებიუტი” – ერეკლე ბეჟუაშვილი (პროზა), ალექსანდრე ნარსია (პოეზია).

ნომინაცია „წლის საუკეთესო პოეტური კრებული” – გიორგი ბალახაშვილი.

ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული” – ცოტნე ავსაჯანიშვილი.

პრემია „ქუჯი-ერთიანი საქართველოსთვის” გადაეცა მწერალსა და მხატვარ რეზო (ემელიანე) ადამიას.

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის პრემიით და „ოსკარ შინდლერის აკადემიის“ (რექტორი: მაქს მეირ შავიტი) მიერ დამზადებული მედალი (პანო) დაჯილდოვდნენ: – ლერი ალიმონაკი – 85, ვახტანგ ღლონტი – 70.

„ერთი ლექსის” კონკურსში გამოვლინდა ასევე 8 ფინალისტი გამარჯვებულ სამ მონაწილესთან ერთად:
გიო ზედვაკელი (აბესაძე);
ამირან ჯანჯღავა
მარი ჩაკვეტაძე;
დავით ბუაძე;
ეთო მეფარიშვილი;
მაია მინდელი;
კახაბერ ჭლიკაძე;
სოფო ღლონტი.

ფინალში გასულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და ღვინო „კოლოტით”. საგანმანათლებლო ცენტრ „თოროს” დასასვენებელი სივრცის (დამფუძნებლები: მანანა გეგიძე, ელგუჯა მარღია) საგზური გადაეცა მარი ჩაკვეტაძეს.

ლიტერატურული ფესტივალი „ქუჯის“ ფარგლებში, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის (თავმჯდომარე: მაყვალა გონაშვილი) უმაღლესი ჯილდო – ილია ჭავჭავაძის სახელობის ენდალმა და ოქროს მედალი გადაეცა ჯენი ჩხეიძეს.