ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს 2025 წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველებაა.
-ყველაზე მეტად რაც არ მინდა ასრულდეს, ეს არის, უმძიმესი აფეთქებით გამოწვეული რადიაცია. იმედია, არ გამართლდება ეს, რასაც ახლა ვამბობ, სხვა შემთხვევაში ძალიან დიდ ტრაგედიას მოიტანს. ისრაელ-ირანის ომში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან. მომავალი 3-4 წელი მოვუნდებით ამ საკითხების გავლას, ნგრევას და ისევ შენებას.
წლის მიწურულს, თურქეთში მოსალოდნელია კიდევ ერთი დამანგრეველი მიწისძვრა. მე ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც უნდა იყოს, – ამბობს გოგა მანია და პრაიმტაიმთან ამატებს:
-მამაო, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს. მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდევ გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ…
კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება. მსოფლიოს გარშემო მინდა ვთქვა, რომ იტალიაში, მოხდება ძლიერი მიწისძვრა, ასევე გახშირდება წყლის მოვარდნები. თურქეთში კვლავ ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი.