20 მარტიდან 16 წლის მარიამ კოხრეიძისთვის აბსოლუტურად სხვა ცხოვრება დაიწყება. დღეს საოცარი შედეგით დასრულდა ოპერაცია, რომელიც თურქეთში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მარიამი მამით ობოლია, ხუთშვილიანი ოჯახიდანაა. მის ოჯახს ძალიან უჭირს. მარიამის დასახმარებლად ქველმოქმედებით ცნობილმა დავით ოქროპილაშვილმა (დანტესი ფოტოგრაფი) საზოგადოება გოგონას გარშემო გააერთიანა. მან და ექიმმა მედეა იობაშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მარიამის ოცნება ამხდარიყო.
დავით ოქროპილაშვილის და მედეა იობაშვილის თქმით, ორი ოპერაცია გახდა საჭირო – „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება.
„სასწაულები ხდება, მეგობრებო. დღეს ყველანი ერთად გავხდით ამ სასწაულის მომსწრე… სრული ტრანსფორმაცია… შოკში ვართ ყველა… უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გვერდით გვედექით ამ რთულ პერიოდში…” – ამბობს დავით ოქროპილაშვილი.