მომღერალი მარიამ როინიშვილი მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ თავის გამომწერებს თავად ამცნო. „მალე… ბავშვი ნომერი 2″, _ დაწერა მან და თავის რჩეულთან, ვახო კანდელაკთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ორსულადაა.
მარიამ როინიშვილს პირველი ქორწინებიდან, მსახიობ გიორგი მახარაძისგან გოგონა ჰყავს – ელენე. ვახო კანდელაკს პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს – ერეკლე.