ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
ჟურნალისტი, რომელსაც უცხოელმა და ქართველმა უფლებადამცველებმა უკვე უწოდეს პოლიტპატიმარი, პროცესზე ნობელის პრემიის მფლობელის, ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას წიგნით წარდგა – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”.
მარია რესამ პლატფორმა X-ზე მზია ამაღლობელის სასამართლოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: