
„მაკენჩიზი _ ის, რაც ყველა თინეიჯერს უყვარს.
ინგრედიენტები:
500 გრ მაკარონი
800 მლ რძე
350 გრ ყველი (ჩედარი და ლერდამერი გავუკეთე)
1 ს/კ მდოგვი
150 გრ საფანელი (პური გავხეხე და დავაჩოფერე, 4 ნაჭერი)
ფქვილი 3 ს/კ
კარაქი 50 გრ
მომზადების წესი:
პირველ რიგში, ვაკეთებთ ბეშამელის სოუსს: გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ფქვილი და მოვურიოთ გაოქროსფერებამდე, შემდეგ დავამატოთ რძე და ვურიოთ, დავამატოთ დაფქული მდოგვი 1 ს/კ. ოდნავ რომ წამოდუღდება, გადმოვდგათ.
მაკარონი მოვხარშოთ პარალელურად გადავუწუროთ წყალი, შევურიოთ ყველი და ბეშამელის სოუსი, გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში. მოვაყაროთ საფანელი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წთ.
გემრიელად მიირთვით“.