ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა

ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალაცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მწერალი, ესეისტი, ყოფილი პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“. 2016 წელს პრემია „საბა“ მიენიჭა წლის საუკეთესო პროზაული კრებულისათვის, „იუნკერ ერისთავის ბუცები“.

2024 წელს კიდევ ერთხელ იყო „საბას“ ფინალისტი პროზაული კრებულისათვის „რასაც ყველა ვერ ხედავს“.